image
image
image
image
image
სიახლეები
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავთ ჩვენს პატარებს!!!
ჩვენი საქართველოს გაკვეთილი ეთნოგრაფიულ მუზეუმში (V-VI კლასები)

2022 წლის 27 მაისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში VI კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს გაკვეთილი ჩვენ საქართველოში. გაკვეთილი  მიზნად ისახავდა ნასწავლი მასალის გამყარებას და  რეალობასთან დაკავშირებას. VI კლასთან ერთად გასვლით ღონისძიებაზე იმყოფებოდა V კლასი, სკოლის დირექციის წარმომადგენლები და სკოლის ექთანი. მოსწავლეებმა იხილეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების კარ-მიდამოსათვის დამახასიათებელ ელემენტებს,  გაეცვნენ მათ ტრადიციებს, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და შრომის იარაღებს. ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოსწავლეებს გიდობა გაუწია ჩვენი  საქართველოს მასწავლებელმა ქალბატონმა იზა გარსენიშვილმა.

პროექტი ინგლისურ ენაში (VII კლასი)

VII კლასმა წარმოადგინა პროექტი ინგლისურ ენაში თემაზე: „მსოფლიო დღეს და ხვალ“.  პრეზენტაციისას მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის არსებობისთვის ისეთი გარემო, სადაც იქნება სუფთა ჰაერი, წყალი და ჯანსაღი კლიმატი. მათი აზრით, ყველაზე კარგი ფაქტორი, რაც ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის შეიძლება იყოს, არის ადამიანების პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილებაზე. მათ გაანალიზეს, რომ ბუნებასთან მიმართებაში ყოველი არასწორი ქმედება დააზარალებს იმ გარემოს, რომელშიც თვითონ ცხოვრობენ და ასე აუცილებელია მათთვის. პროექტზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას და დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების გამომუშავებას დაა ასევე მათ აღუძრა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინების სურვილი. /მასწ.: ნათია დემეტრაშვილი/

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.