image
image
image
image
image
სიახლეები
გაკვეთილი  სკოლის ეზოში  (I კლასი)

I კლასის მოსწავლეებთან სკოლის ეზოში ჩატარდა სახალისო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის თემა იყო - „მატარებელი“. გაკვეთილი დასრულდა „მატარებლობანას“ თამაშით  /მასწ.:  მარიამ კუბლაშვილი

ნიკოლოზ ჩიჩუა  - წარმატებული მორაგბე!!!

15 მაისი. 2022 . ხვამლი არენა

ჯაბა სიხარულიძისა და ალექსანდრე ხეცოიძის შეგირდებმა 15-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგეს!  ფინალში ლელომ" აკადემია" დამატებით დროში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!

ვულოცავთ ბიჭებს ჩემპიონობას!

სკოლა „ივერონის“  X კლასის მოსწავლე - ნიკოლოზ ჩიჩუა  10 წლის ასკიდან თამაშობს რაგბს. ის არის   დიდი დიღმის გუნდის - „ლელოს“ მოთამაშე.

გუნდის ყველაზე დიდი მიღწევები წლევანდელ წელს უკავშირდება - არიან საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურის გამარჯვებულები და საქართველოს ჩემპიონატის ჩემპიონები 15 წლის ასაკის მოთამაშეებს შორის.

ამ გამარჯვებას წინ უძღვოდა ყოველდღიური ხანგრძლივი ვარჯიშები, თავდადებული შრომა... 

დარსა თუ ავდარში ნიკოლოზი დიდი შემართებათა იღწვის იმისათვის, რომ წარმატება მოუტანოს საკუთარ გუნდს და ქვეყანას.

ჩვენ გვჯერა, რომ ნიკა და ჩვენი სხვა მოსწავლეები  მიღწეული გამარჯვებებითა და წარმატებებით მომავალშიც ასახელებენ თავიანთ ქვეყანას. 

წარმატებები ნიკოლოზს!!!

ანდრია ვიბლიანი - წარმატებული ფეხბურთელი!!!

15-წლამდელებმა, ერევანში გამართულ უეფას განვითარების თასზე პირველი ადგილი დაიკავეს - საქართველოს  ფეხბურთის ფედერაცია!

სკოლა „ივერონი“ ულოცავს თავის მოსწავლეს - ანდრია ვიბლიანს  ამ გამარჯვებას!

ანდრია  2017 წლიდან ვარჯიშობს  თბილისის დინამო აკადემიაში. (პოზიცია -მარცხენა ნახევარმცველი). ამ პერიოდში მისი დიდი დამსახურებაა ორჯერ ელიტ ლიგის მოგება, ასევე საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება. გუნდი ოქროს ლიგის მოქმედი ჩემპიონია

სულ ახლახანს, ანდრია ვიბლიანი გამოიძახეს საქართველოს ნაკრებში -U15 -ში სათამაშოდ ნაკრებმა / 12 მაისს, ერევანში მოიგო უეფას განვითარების თასი.

ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული და თავდადებული ანდრია, მომავალშიც არაერთი გამარჯვებით გაგვახარებს და ასახელებს გუნდს, სკოლასა და ახლობლებს.  ეს მისი საფეხბურთო კარიერის მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.

წარმატებები ანდრიას!!!
ლაბორატორიული სამუშაოები ქიმიაში  (XI კლასი)

XI კლასში ქიმიის გაკვეთილის თემა იყო  -„ნახშირწყლები“. მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რა შინაარსის მატარებელია სახელწოდება -ნახშირწყლები, რა უდევს საფუძვლად მათ კლასიფიკაციას, ქიმიური თვალსაზრისით რა ბუნებისაა ნივთიერება გლუკოზა, შეამოწმეს მისი წყალში ხსნადობა. ამასთან დაკავშირებით ჩაატარეს ექსპერიმენტები: 0,5 მლ გლუკოზის ხსნარზე დაამატეს 2 მლ ტუტის წყალხსნარი და შემდეგ 1 მლ შაბიამნის წყალხსნარი.

ასევე ჩაატარეს ექსპერიმენტი მეორე ქიმიურ ჭიქაში - მოათავსეს 1 მლ გლიცერინი, დაამატეს 2 მლ ნატრიუმის ტუტის წყალხსნარი, დაამატეს 1 მლ შაბიამნის წყალხსნარი.  შეადარეს მიღებული შედეგები და ახსნეს ლურჯი ფერის მიღების მიზეზი.

ასევე ისაუბრეს სახამებლის თვისებებზე, თუ რატომ ვერ ითვისებს სახამებელს ადამიანის ორგანიზმი უშუალოდ, რატომ ხარშავენ სახამებლის შემცველ პროდუქტს, რომელი ნივთიერების დახმარებით დავადგენთ სახამებლის არსებობას - ჩაატარეს იოდის თვისებითი რეაქცია სახამებელთან.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა  ბურთულღეროვანი მოდელებით ააწყვეს სხვადასხვა ორგანული ნივთიერებები და ახსნეს მათი აღნაგობა.

ჩატარებული გაკვეთილის მიმართ მოსწავლეებმა გამოხატეს დიდი ინტერესი და აღნიშნეს საკითხის აქტუალობა ყოველდღიურობაში. /მასწ.:  თამარ ბაკაშვილი/
გაკვეთილი ბუნებაში  (VI კლასი)

გაზაფხულის თბილი ამინდების გამოსვლისთანავე, ჩვენი გაკვეთილები საკლასო ოთახიდან შეძლებისდაგვარად,  ღია ცის ქვეშ - სკოლის ეზოში ინაცვლებს. ამჯერად ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი /მასწ.: ირმა ალფაიძე/

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.