image
image
image
image
image
სიახლეები
სიგელების გადაცემა    (I-IV კლ)

დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის  ყველაზე ემოციური აღმოჩნდა  კალიგრაფიისა და კითხვის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთათვის სიგელების გადაცემის ცერემონიალი.

 I-IV კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები, აღმზრდელები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები  სკოლის შიდა ეზოში შეიკრიბნენ.  სუსტი ქარი ქროდა...  ქარმა ჩვენს  მოსწავლეს სიგელი ხელიდან გამოსტაცა  და ცაში  აიტაცა...  ყველას მზერა მისკენ იყო მიპყრობილი... სიგელის მფლობელი დანაღვლიანდა...  სიგელების გადაცემის შემდეგ კი II კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს სიხარულის ცრემლები გადმოსცვივდა... 

გახარებული ბავშვები ფერად-ფერად სიგელებს ცაში აფრიალებდნენ.

ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩვენი პატარებისათვის...

დედაენის ძეგლთან

დაწყებითი კლასების კათედრის ინიციატივით, I-IV კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით 13, 14 და 15 აპრილს ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიებას.

13 აპრილი - კალიგრაფიის კონკურსი;

14 აპრილი - კითხვის კონკურსი

15 აპრილი - მსვლელობა დედაენის ძეგლთან და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის სიგელების გადაცემა.

 

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით შეასრულეს ყველა დაგეგმილი აქტივობა. განსაკუთრებით გაიხარეს გასვლითი ღონისძიებით - პანდემიიდან გამომდინარე, უმეტესობისთვის ეს პირველი სასკოლო მსვლელობა იყო...

ბავშვებმა ყვავილებით შეამკეს დედაენის ძეგლი და წაიკითხეს ლექსები.

14 აპრილი - დედაენის დღე!   კალიგრაფიის კონკურსი (I-IVკლ)
2022 წლის 14 აპრილს ჩატარდა კონკურსი კალიგრაფიაში, რომელიც მიეძღვნა დედაენის დღეს! კონკურსში მონაწილეობა მიიღეს I-IV კლასების მოსწავლეებმა. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ სიგელები.
მაკულატურის ჩაბარება შესაბამის პუნქტში (I, III, IV, V, VII კლასების მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩართულობით)

/მე და საზოგადოება - მოქალაქეობა - მ. მოლაშვილი, ე. ბუცხრიკიძე/

 

სასკოლო პროექტის ფარგლებში, სკოლაში შეგროვდა დიდი რაოდენობით მაკულატურა. ყველა მოსწავლეს კარგად აქვს გაცნობიერებული რა რაოდენობის ხე-ტყეა საჭირო ქაღალდის დასამზადებლად. სწორედ ამიტომ უნდა  გავუფრთხილდეთ თითოეულ ფურცელს, ცალკეულ შემთხვევებში კი გამოვიყენოთ მეორადი ქაღალდი. ამით გადავარჩენთ  ტყეების, დაცული იქნება  დედამიწის მწვანე საფარი...

I, V და   X კლასების მოსწავლეებისა და მათი მშობლების დახმარებით, სკოლამ მაკულატურის ჩასაბარებელ პუნქტში 292 კგ მაკულატურა მიიტანა.  სანაცვლოდ  კი  შეირჩა და  სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა 4 წიგნი: 

გ. პეტრიაშვილი  - „პატარა ქალაქის ზღაპრები“  (IV-V კლასი)

მაინ რიდი - „უთავი მხედარი“

გი დე მოპასანი - „ლამაზი მეგობარი“

„მსოფლიოს მითები და ლეგენდები“

 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.