ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქ-ნმა ირმა ალფაიძემ, VIII-IX კლასების მოსწავლეებს წიგნისმოყვარულთა კლუბის ფარგლებში აჩვენა რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მიერ გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი „გაღმა ნაპირი“ (2009 წ.), რომელმაც სხვადასხვა ფესტივალებზე არაერთი ჯილდო მოიპოვა. ის გადაღებულია ნუგზარ შატაიძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. ფილმის ჩვენებას თან ერთვოდა პარალელები ლიტერატურულ პირველწყაროსთან. მოსწავლეებისათვის ნაცნობი იყო ფილმის ცალკეული ეპიზოდების მუსიკალური გაფორმება, მისი აზრობრივი დატვირთვა, რაც მათ წინა წლებში მუსიკის გაკვეთილებზე შეისწავლეს.
უცხოური ენების კლუბის მუშაობაში II სემესტრიდან ჩაერთვნენ გერმანული ენის მოყვარული მოსწავლეები (ხელმძღვანელი ქ-ნი ქ. ჩიქოვანი). შეხვედრაზე განიხილეს სამოქმედო გეგმა და დასახეს საინტერესო აქტივობები.
სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმღვანელმა ქ-ნმა ანა აბუთიძემ კლუბის შეხვედრა ამჯერად მიუძღვან სასკოლო პროექტს - „იზრუნე ჯანმრთელობაზე და გაიხანგრძლივე სიცოცხლე“. შეხვედრის თემა იყო მობილური ტელეფონების უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს საკმაოდ მტკივნეული საკითხია, ვინაიდან მობილურზე მიჯაჭვულობა დღეს საერთო სენია...
მოსწავლეებმა ნახეს და მოიმინეს საინტერესო ვიდეოები (https://www.youtube.com/watch?v=PrTPE9QojuE და https://www.youtube.com/watch?v=_1V0rDSTC9I - 1. ნამდვილად არღვევს თუ არა ტელეფონის გამოყენება თქვენს ძილს? 2. როგორი ეფექტი აქვს სმარტფონებს თქვენს ძილზე?), სადაც საუბარი იყო სამედიცინო დაკვირვებებისა და დასკვნების შესახებ - რა ზიანს აყენებს ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას, როცა ის ძილის წინ გარკვეულ დროს მობილურთან ატარებს.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოიმინეს სპეციალისტების ინფორმაცია სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით. მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის შედგა ძალიან საინტერესო მსჯელობა. მოსწავლეებმა ისაუბრეს ასევე მათთვის ცნობილ დამატებით უარყოფით ფაქტორებზეც. როგორც მათ აღნიშნეს, შეეცდებიან მომავალში შეამცირონ ძილის წინ მობილურით სარგებლობის დრო.
XVI ს.-დან ორი დიდი სახელმწიფოს - ირანისა და ოსმალეთის დაპირისპირება კავკასიის რეგიონში მოვლენების განვითარებას განსაზღვრავდა. მათი შეთანხმებით ქართლი და კახეთი ირანს "ერგო" . ირანის შაჰი აბას I აქტიურად შეუდგა "კუთვნილი" ტერიტორიის დამორჩილებას. მან 1614--1617 წწ.-ში 4-ჯერ დალაშქრა ქართლი და კახეთი. ამ ლაშქრობების დროს შაჰმა კახეთიდან 200 000 მოსახლე აყარა და ირანის შორეულ პროვინციებში - ფერეიდანში, ხორასანსა და მაზანდარანში ჩაასახლა. ამ ქართველების ბედზე, მათ თავგანწირვაზე, მონატრებული სამშობლოს სიყვარულზე მოგვითხრობს აღნიშნული დოკუმენტური ფილმი (მასწ.: ი. გარსენიშვილი)
1. ხელოვნების მოყვარულთა კლუბში 3 და 4 თებერვალს შეიკრიბნენ V-VII კლ მოსწავლეები. მათ ამჯერად იხილეს დოკუმენტური ფილმი „პატარა მაწანწალას დაბადება“ ყველასათვის საყვარელი ბრიტანელი კომიკოსი კინომსახიობის - ჩარლი ჩაპლინის შესახებ, რომელიც ასევე იყო რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი, მუსიკოსი და კომპოზიტორი. ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს ჩაპლინის ცხოვრებიდან მათთვის დასამახსოვრებელ და შთამბეჭდავ ეპიზოდებზე. მათი საბოლოო მოსაზრება იყოს ის, რომ ადამიანის წარმატებული მომავალი მის ხელშია. ის ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მიზანსწრაფული, მშომისმოყვარე და თავდაჯერებული იქნება ის. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იყო ფრაგმენტები ჩაპლინის ფილმებიდან. მათზე დაყრდნობით მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებელთან ერთად (მ. ბექურიძე), ისაუბრეს ჩაპლინის, როგორც კომპოზიტორის მუსიკალური ენის მახასიათებლებზე და მუსიკის როლზე მუნჯ კინოში.
დოკუმენტერი ფილმის გარდა, მოსწავლეებმა იხილეს ასევე ანიმაციური ფილმი, რომლის ერთ-ერთი პერსონაჟი არის ჩარლი ჩაპლინი, მისთვის დამახასიათებელი გარეგნობით, ქცევითა და თავგადასავლებით.
მოგზაურთა კლუბის წევრებმა იმოგზაურეს და მიმოიხილეს ოკეანეთი. მათ შორის ყურადღებით გაეცნენ იმ პრობლემებს, რაც მარჯნის პოლიპების გაქრობას უქმნის საფრთხეს. ასევე საუბარი იყო იმ ღონისძიებების შესახებ, რაც მისი გადავარჩენისთვისა არის აუცილებელი (მასწ.: ე. ბუცხრიკიძე)
უცხოური ენების კლუბში VIII კლასების მოსწავლეებმა წიკითხეს და იმსჯელეს ცნობილი მწერლის შარლოტა ბრონტეს ნაწარმოების შესახებ - „ჯეინ ეარი“ (ხელმძღ.: მ. დარჩაშვილი)
უცხოური ენების კლუბში V კლასის მოსწავლეებმა წიკითხეს და იმსჯელეს ცნობილი მწერლის მარკ ტვენის ნაწარმოების შესახებ - „ტომ სოიერის თავგადსავალი“ (ხელმძღ.: მ. დარჩაშვილი)










