სამოქალაქო განათლების კლუბ „ივერონის“ წევრები (VII კლ მოსწ.) შეხვდნენ ჩვენი სკოლის II და III კლასების მოსწავლეებს. მათთან საუბარი შედგა ელექტროდენისაგან მოსალოდნელი სავალალო შედეგების თავიდან აცილების შესაძლებლობების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რაოდენ გასაფრთხილებელია ელექტროობასთან შეხება და რამდენად მნიშვნელოვანია ამ მხრივ უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მაინც ხდება შემთხვევები, რომლებიც ძალინ ცუდად მთავრდება. ყოველივე ეს კი ალბათ ნაწილობრივ იმის შედეგია, რომ ადრეული ასაკიდანვე უნდა ჰქონდეს ბავშვს გამჯდარი ის ნორმები და აკრძალვები, რაც ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება… და გაუფრთხილებლობისა თუ დაუდევრობის შედეგად გამოუსწორებელი შედეგების მოწმეები ვხვდებით.
ამ შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ გაგვეცნო და კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ჩვენი პატარა მოქალაქეებისათვის აკრძალვები, რაც არასოდეს არ უნდა დაივიწყონ მათ. ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ისეთი ნივთია, რომელსაც ყოველდღიურობაში მოვიხმართ - თითქოს უსაფრთხოა, მაგრამ არასწორი მოხმარების ან გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, ის საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს.
კლუბის წევრებმა პატარებს გააცნეს თემატური თვალსაჩინოება და ნახეს შემეცნებითი ანიმაციური ფილმები (1- https://www.youtube.com/watch?v=PynWZCFSH8g ;
2- https://www.youtube.com/watch?v=C9BYaDppwko ).
პატარებმა გაიხსენეს, ადრეულ ასაკში როგორი მოურიდებლები ყოფილან ზოგჯერ როზეტთან, გაწყვეტილ კაბელთან, ელექტრონივთებთან და ა.შ.
დასასრულს ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ არასდროს არ უნდა დაივიწყონ უსაფრთხოების წესები და აუცილებელად უნდა დაიცვან ის!ხელოვნების მოყვარულთა კლუბმა 2022-2023 სასწავლო წლის II სემესტრში მიზნად დაისახა მოსწავლეთა ყურადღების ცენტრში მოექცია ქართული ტელე-ფილმები, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი დღევანდელი ჩვენი მოსწავლეებისათვის. სწორედ მათზე დაყრდნობით ვისაუბრეთ ხელოვნების შესახებ - მხატვრობაზე, მუსიკაზე, მსახიობებზე, ლიტერატურულ საფუძველზე, ცალკეულ სიტყვებზე, ტრადიციებზე, ეთნიკურ მახასიათებლებზე დ ა.შ.
კ/ფ „მანანა“ ყველა თაობის ბავშვებისათვის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია. სწორედ, ამ ფილმის მაგალითზე მოხდა დღეს საუბარი ქართული ტელე-ხელოვნების მახასიათებლებზე, თავისებურებებზე, მასში მონაწილე უფროსი თაობის შეუდარებელ ქართველ მსახიობებზე - ს. თაყაიშვილზე, ა. ჟორჟოლიანზე, ი. ტრიპოლსკიზე, ი, ხვიჩიაზე, მ. ჩახავაზე, რომლებსაც არაჩვეულებრივი პარტნიორობა გაუწიათ პატარა გოგონამ - ნანული სარაჯიშვილმა. ვისაუბრეთ ყოველივე იმაზე, რითაც ეს ფილმი ჩვენში დაუვიწყარ კვალს ტოვებს.2022 წლის 01 ნოემბერს წიგნისმოყვარუთა კლუბში VI კლასის მოსწავლეები შეხვდნენ მწერალ ნუგზარ ხუციშვილს, რომელიც ჩვენი სკოლის მოსწავლის - ვანიკო ხაჭაპურიძის პაპაა. ბ-ნი ნუგზარი გახლავთ მწერალთა კავშირის წევრი. მან ჩვენი მოსწავლეებისათვის მოიტანა და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნები: „თეთრი ირემი“ (მოთხრობების, ნოველებისა და ლექსების კრებული), „ჭიაკოკონობა“ (საბავშვო ლექსების კრებული) და „ლექსად ნათქვამი ლეგენდები“. ავტორმა მოკლედ მიმოიხილა კრებულები, ბავშვებს უამბო მათი შექმნის ისტორიები, გაიხსენა სამწერლო ასპარეზზე გამოსვლის პირველი ნაბიჯები...
საბავშვო ლექსების კრებული „ჭიაკოკონობა“ ეძღვნება შვილიშვილს - ვანიკოს, რომელიც წიგნის გამოცემის პერიოდში ჯერ მხოლოდ 4 წლისა იყო.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ბ-ნ ნუგზარს სტუმრობისათვის და უსურვებს საინტერესო შემოქმედებით წლებს.
ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩვენი მოსწავლეებისათვის.2022 წლის 02 მაისს ისტორიისა და გეოგრაფიის მოყვარულთა კლუბი შეიკრიბა საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ. შეხვედრას უძღვებოდა კლუბის ხელმძღვანელი, სკოლის ისტორიის მასწავლებელი ქ-ნი იზა გარსენიშვილი.
ნაციზმის იდეოლოგია-პოლიტიკური დანაშაული XX საუკუნე უმნიშვნელოვანესი მოვლენებით გამოირჩევა კაცობრიობის ისტორიაში. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ჩამოყალიბდა ტოტალიტარული სახელმწიფოები, რომელთა შორის განსაკუთრებული ძალმოსილებით გამოირჩეოდა ნაცისტური გერმანია, რომელმაც XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს მეორე მსოფლიო ომი წამოიწყო. ნაციზმის იდეოლოგიის მიზანი იყო გერმანული რასის უპირატესობის პროპაგანდა და ბრძოლა სხვა „დაბალი" რასების წინააღმდეგ. ჰიტლერის ნაცისტური იდეოლოგიის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა ანტისემიტიზმი, რომელიც პრაქტიკად აქცია და ებრაელების მასობრივად გასანადგურებლად მთელი სისტემა-„სიკვდილის ბანაკების" ქსელი შექმნა. 1942 წელს ვანზეეს ნაცისტურ კონფერენციაზე შეიმუშავეს რაიხის მტრების განადგურების ეფექტური გეგმა-გაზით მოწამვლა. დაიწყო საკონცენტრაციო ბანაკების აღჭურვა გაზის კამერებითა და კრემატორიუმებით. გეგმა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. მის შესახებ საკუთარ მოსახლეობასაც კი უმალავდნენ. გეგმა სამი წლის მანძილზე სრულდებოდა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ფილმი „ბიჭი ზოლიან პიჟამაში" შექმნილია ჰოლოკოსტის თემაზე (სცენარის ავტორი: მარკ ჰერმანი). ფილმში რეალურად ასახულია ნაციზმის სახე ორი პატარა ბიჭის ცხოვრების მაგალითზე.
ფილმის ნახვის შემდეგ, VII-VIII-IX კლასების მოსწავლეებმა მოაწვეს ფილმის განხილვა, დაგმეს ჰოლოკოსტი და იდეოლოგია, რომელიც ადამიანის მთავარ უფლებას-სიცოცხლის უფლებას საფრთხეს უქმნის.2022 წლის 29 აპრილს სამოქალაქო განათლების კლუბის წევრთა ინიციატივით, მოეწყო შაბათობა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, IX კლასის მოსწავლეებმა შეძლეს დაგეგმილი აქტივობის ნაწილობრივი განხორციელება - გაასუფთავეს სკოლის ეზოს პატარა ტერიტორია.
მათ ასევე შეუერთდნენ VII კლასის მოსწავლეებიც. როგორც ითქვა, სასკოლო პროექტის ფარგლებში წამოწყებული აქტივობა - სკოლის ეზოს გამწვანება - უნდა გაგრძელებულიყო. ასეც მოხდა, ერთ-ერთი მასწავლებლის მიერ მოტანილი ყვავილების ნერგები, ჩვენმა მოსწავლეებმა დარგეს და ამით გაალამაზეს სასკოლო გარემო.2022 წლის 8 აპრილს სკოლის ბიბლიოთეკაში სამოქალაქო განათლების კლუბში VIII და IX კლასების მოსწავლეთა შეხვედრის თემა შეეხო არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულს, მათ გამომწვევ და ხელისშემწყობ გარემოებებს. ისაუბრეს საზოგადოებისა და სახელმწოფოს როლზე. იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით. განიხილეს მათთვის ცნობილი მაგალითები.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნები. ისაუბრეს იმ თვისებების გამომუშავების აუცილებლობაზე, რაც დაიცავს მოზარდს, რათა უნებლიედ დამნაშავედ არ ჩამოყალიბდეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი (ქ-ნი ე. ბუცხრიკიძე) და სკოლის დირექციის წარმომადგენლები.მოსწავლეთა გამოსვლას ყურადღებით უსმენდნენ მათი უმცროსი მეგობრები - III კლასის მოსწავლეები. თითოეულმა მათგანმა ისაუბრა იმ წიგნის შესახებ, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სურს თავისი მოსაზრებები სხვებსაც გაუზიაროს.
„ანა ფრანკის დღიური“, „უფლისწული და მათხოვარი“, „ბიძია თომას ქოხი“, „ჰელადოსი“, „არგონავტების მოგზაურობა კოლხეთში“ ...
მოსწავლეებმა ზუსტად გადმოსცეს ავტორთა ჩანაფიქრი, თითოეული ნაწარმოების აზრის. ისაუბრეს იმის შესახებ თუ რამ დააფიქრათ ისინი, რა განცდა დაეუფლათ, რა ისწავლეს, რა ემოციები აღეძრათ კითხვის დროს...
მათი საუბარი იყო გულწრფელი. ისიც კი გაგვიმხილეს, რომ ზოგიერთ მათგანს კითხვისას თვალზე ცრემლიც კი მოსდგომია...
ბავშვებმა საპრეზენტაციო თემები თავისი ნახატებითაც გააფორმეს. ისე, როგორც შეძლეს...
მადლობა ჩვენს მოსწავლეებს იმ დადებითი ემოციებისათვის, რომელიც მათი მონათხრობით იქ მყოფთ დაგვეუფლა.
მადლობა თინა მასწავლებელს, რომელმაც ბავშვებში ლიტერატურისადმი სიყვარულის მარცვალი გააღვივა.2022 წლის 08 აპრილს სამოქალაქო განათლების კლუბ „ივერონის“ წევრები ბულინგის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. კლუბის ლიდერებმა ნინო შარაძემ, კატო მერკვილიშვილმა და ელენე სარაჯიშვილმა თანასკოლელებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და შეხედულებები სხვადასხვა სახის პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც არც თუ ისე იშვიათად გვხვდება მათ თანატოლებში. ხშირად, ერთი შეხედვით უწყინარი და „მეგობრული“ ხუმრობა გადაიზრდება სერიოზულ პრობლემად, რასაც ბულინგი ჰქვია. საბოლოოდ კი გამოუსწორებელ შედეგს ვღებულობთ. მოსწავლეები საუბრობდნენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ კონკრეტულ შემთხვევებში, როგორ დააღწიონ თავი მსგავს შემთხვევებს, ან როგორ დაეხმარონ მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილ მეგობრებს. მათი საუბარი შეეხო ასევე კიბერ-ბულინგს, რასაც ასევე ხშირად აწყდებიან მათი თანატოლები. მოსწავლეებმა ერთმანეთ გაუზიარეს თავისი გამოცდილება თუ როგორ დაიცვან თავი არასასურველი კონტაქტებისა და მიმოწერებისაგან.
სამოქალაქო განათლების კლუბის შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბის ხელმძღვანელი ქ-ნი ელისო ბუცხრიკიძე და დირექციის წარმომადგენლები.