image
image
image
image
image
სიახლეები
აქტივობა საახალწლო თემაზე - „ფანტაზია და მარჯვე ხელები“  (IV კლ)

საახალწლო კულინარიულ რუბრიკაში" ფანტაზია და მარჯვე ხელები", ჩვენი სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: ლ. კუკავა), თავიანთი ფანტაზიით წინასაახალწლო განწყობა შეგვიქმნეს და მეგობრებთან ერთად მოგვიმზადეს სხვადასხვა ხილით სერვირებული ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა, სასაჩუქრე ყუთი…

პროექტული სწავლება მუსიკაში (X კლ)

„მუსიკათერაპია და პიროვნების სოციალიზაცია“ - ასე ეწოდება თემას, რომელიც  X კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საგანში „პროექტული სწავლება მუსიკაში“ (ხელმძღვანელი: ნანა ჭავჭანიძე).

მოსწავლეებმა ისაუბრეს მუსიკათერაპიის არსსა და ტიპებზე, ისტორიულ გზასა და უპირატესობებზე, დასავლეთში აპრობირებულ მეთოდებზე, საგანმანათლებლო სივრცეში მის მნიშვნელობაზე, მუსიკათერაპიის პოზიტიურ შედეგებზე და ა.შ.

მოსწავლეებმა პრეზენტაციის დროს გამოავლინეს მასალის სათანადო ცოდნა, საუბრობდნენ თავდაჯერებულად და წარმოადგინეს ორიგინალური და საინტერესო ინტერპრეტაციები.

პრეზენტაციის დასასრულს ქ-ნმა ნანამ ფ-ნოზე შეასრულა ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერა „ფიფქებო“, რომელსაც სიამოვნებით სიმღერით აჰყვნენ მთელი კლასი და დამსწრე მასწავლებლები. ეს იყო უშუალო დასტური იმისა, თუ რა დიდი ზემოქმედება შეუძლია მუსიკას ადამიანის განწყობასა და ემოციაზე.

დეკემბრის მწვანე დღეები  (IV კლ)
ბუნებისმეტყველების საგნის ფარგლებში, IV კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „დეკემბრის მწვანე დღეების“ აქტივობებში, რომლის მიზანი გახლავთ: ბავშვებში ბუნებისადმი პასუხისმგებლობისა და ეკოლოგიური აზროვნების გაძლიერება (მასწავლებელი: ლ. კუკავა). ეს დღეები ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ, რატომ არის მნიშვნელოვანი გარემოს დაცვა და როგორ შეუძლიათ მათ პატარა ნაბიჯებით ბუნებაზე დიდი გავლენის მოხდენა. ძირითადი მიზნები: 1.ბავშვები სწავლობენ, რომ მცენარეებსა და გარემო სჭირდებათ ზრუნვა და უყალიბდებათ, მზრუნველობითი დამოკიდებულება. 2. პასუხისმგებლობის განვითარება – როცა პატარა მცენარეს რგავენ, უვლიან და აკვირდებიან, საკუთარ საქმეზე პასუხისმგებლობას სწავლობენ. 3. ეკოლოგიური განათლება – ბავშვები უკეთ ეცნობიან გარემოს დაცვის მეთოდებს. 4. პრაქტიკული უნარების განვითარება – ჩარგვა, მცენარის მოვლა, დაკვირვება, ექსპერიმენტები 5. ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება – ბუნებასთან ურთიერთობა ამშვიდებს, ამცირებს სტრესს და ბავშვებში პოზიტიურ განწყობას აყალიბებს. 6. გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის გაძლიერება – ერთად ჩარგვა ან მცენარეების მოვლა ჯგუფური აქტივობის კარგი მაგალითია.
პროექტული სწავლება ხელოვნებაში (XI კლ)

თემა - „სვეტიცხოველი“  (მასწავლებელი: მარიამ დავითაშვილი)

სკოლა “ივერონი“ მდებარეობს დიდ დიღომში, რომელიც ქალაქ მცხეთასთან ძალიან ახლოს არის, ამიტომ არჩევანი სწორედ სვეეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე შეჩერდა. არჩევანი ძეგლის მდებარეობამ განაპირობა და ასევე იმ გარემოებამ, რომ სვეტიცხოველი საქართველოს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ტაძარიდან ერთ-ერთია (სვეტიცხოველი, გელათი და ალავერდი)

სვეტიცხოველი - საქართველოს დედა-ტაძარი, შუა საუკუნეების საქართველოს მრავალი მეფის, მათი ოჯახის წევრების და პატრიარქთა მოღვაწეობის მთავარი ცენტრი. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.

ხელოვნების გაკვეთილზე (VII კლ)

მუშაობა შემოქმედებით პროდუქტზე...

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.