ტრადიციისამებრ, ჩვენი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები კინგსისა და „ევერესტის“ ოლიმპიადაში სხვადასხვა საგნებით. გასული სასწავლო წლის გაზაფხულის ტურში წარმატებული მონაწილეობისათვის სერთიფიკატები და დიპლომები ამჯერად გადაეცათ მოსწავლეებს:
გიორგი კვაჭაძეს (II კლ) - ქართული ენა;
თეიმურაზ ქაფიანიძეს (II კლ) - ქართული ენა; მათემატიკა
ელენე კაპანაძეს (IV კლ) - ქართული ენა; მათემატიკა
გაბრიელ გეგენავას (IV კლ) – ქართული ენა; ინგლისური ენა
ანდრია კვაჭაძეს (IV კლ) - ქართული ენა; მათემატიკა
„ევერესტის“ ოლიმპიადის წარმატებული მოსწავლე კი არის:
ელენე კაპანაძე (IV კლ) - მათემატიკა
გილოცავთ!!!
კიდევ მრავალჯერ მიგველოცოს ჩვენი „ივერონელებისთვის“ წარმატებული მონაწილეობა სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში!!!
12 ოქტომბერი, დაუვიწყარი დღე V კლასის მოსწავლეებისა და მშობლებისათვის. საფერვინოში შემოდგომის მასტერკლასები დაიწყო და ჩვენც ვეწვიეთ კახეთს, ხაშმს (დამრიგებელი: ლალი ლამბრიანიძე). ჩვენს პროგრამაში იყო. რთველი, საწნახელში ყურძნის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება. ადგილზე შესანიშნავი გარემო დაგვხვდა - აქ ყველაფერი ხელოვნების ნიმუში იყო, რადგან ვიმყიფებოდით ხელოვანების ოჯახში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს კერამიკის საიტერესო ნაკეთობები, რომელსაც მოსწავლეები იქვე ამზადებენ. უღრმესი მადლობა ოჯახის ყველა წევრს, ასეთი თბილი და ყურადღებიანი მიღებისთვის. ასევე ვეწვიეთ ცნობილი მწერლების - რევაზ ინანიშვილისა და გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმებს. მოსწავლეებმა დიდი ყურადღებით მოისმინეს საინტერესო ეპიზოდები მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
III კლასის მოსწავლეები ექსკურსიით ეწვივნენ ხაშმს, სადაც პირველ რიგში მოინახულეს ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი (დამრიგებელი: მარიამ კუბლაშვილი). ბევრი საინტერესო რამ გაიგეს ქართველი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ გიდის დახმარებით,გაიხსენეს სკოლაში ნასწავლი მოთხრობები.
შემდეგ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს რთველში. მოსწავლეებმა საკუთარი თვალით ნახეს ყურძნის კრეფისა და წურვის პროცესი. ასევე ამოავლეს ჩურჩხელები. ეს იყო საინტერესო, შემეცნებითი და ამავე დროს შემოქმედებითი აქტივობა, რადგან ჩვენმა პატარებმა ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთეს.
















