image
image
image
image
image
სიახლეები
ტრენინგი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
სასწავლო წლის ბოლოს, სკოლის პერსონალს ჩაუტარდა სწავლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ტრენინგი ჩაატარა სკოლის უსაფრთხოების ოფიცერმა. მან ისაუბრა სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული იმ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რომელიც შესაძლოა დაემუქროს სკოლის შენობას და მასში მყოფ პირებს. ისაუბრა კონკრეტულ შემთხვევებში პრევენციის მიზნით ჩასატარებელი გადაუდებელი ქმედებების შესახებ.
STEAM კლუბ    „ჩხირკედელაში“

მიმდინარე წლის 11 ივნის შედგა  ჩვენი სკოლის X ა კლასის მოსწავლეების ვიზიტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  STEAM კლუბ    „ჩხირკედელაში“,  რომელსაც ხელმძღვანელობ მასწავლებელთა სახლის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის გამგე, ექსპერტი,  საქ.უნივერსტიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ელექტრონიკის ლაბორატორიის IDEALAB -ის ხელმძღვანელი,  ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ATLAS- ის ექსპერიმენტის კოლაბორაციის წევრი, პროფესორი ნუგზარ მოსულიშვილი.
ბატონმა ნუგზარმა ისაუბრა STEAM განათლების მნივნელობაზე - მიმდინარე და მომავალი პროექტების შესახებ, თუ რაოდენ დიდია ციფრული ტექნოლოგიების ინოვაციების როლი, საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიების,  სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე ფიზიკის კეთებით სწავლების პროცესში.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ მათი თანატოლების მიერ შექმნილ სხვადასხვა მოდელებს.  მონაწილეობა მიიღეს  აქტივობებში,  მათ ბ-ნ ნუგზარის მხარდაჭერით, კომპიუტერული პლატფორმა მიკროკონტროლერ Arduino- ს გამოყენებით, შექმნეს პროექტები, როგორიცაა, შუქნიშანი, ხმაზე მორეაგირე ნათურა, RGB ნათურის კონტროლი მექანიკურად და ავტომატურად.

დიდი მადლობა მასწავლებელთა სახლს,  - ნუგზარს საინტერესო, საქმიანი და მამოტივირებელი შეხვედრისთვის
STEM ოლიმპიადა

ჩვენი სკოლის VIII, X, XI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტში -
STEM ოლიმპიადაში, რომელიც ჩატარდა   19.01.2024წ-ს  საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.  
ოლიმპიადაში მონაწილეობდა 200 - მდე სკოლა,  წარმოდგენილი  თითო გუნდით,  6 მოსწავლის მონაწილეობით.
ჩვენი სკოლის გუნდის ღირსებას იცავდნენ მოსწავლეები:  
თიკა ბიწაძე (VIII კლ),   ქეთი გობრონიძე (Xა კლ) , ლუკა ბურჯალიანი (Xა კლ),  ნიკოლოზ სოფრომაძე (Xა კლ), სანდრო გურგენიძე (Xბ კლ),  საბა ლორთქიფანიძე (XI კლ).  
გუნდს ხელმძღვანელობდა მენტორი
/ფიზიკის მასწ.: მაია გოგაძე/
გუნდის წევრებს ჩაუტარდათ ტესტი სამ საგანში: ფიზიკა, მათემატიკა და ინფორმატიკა. თითოეულ საგანში ცოდნას ადასტურებდა სკოლის გუნდის შესაბამისი წევრი;
გუნდის ექვსივე წევრი დაჯილდოვდა  საჩუქრებითა და სერტიფიკატებით.

სპექტაკლი „წითელქუდა“ ინგლისურ ენაზე       (III კლ)
25 მაისს III კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ინგლისურ ენაზე ვიხილეთ სპექტაკლი „წითელქუდა“. იმისათვის, რომ როლი ყველასათვის საკმარისი ყოფილიყო, მასწავლებელმა, სცენარის ავტორმა ქ-ნმა მარიამ დარჩაშვილმა ზღაპარში პერსონაჟები დაამატა და ასე მივიღეთ ორი მთხრობელი, ორი მგელი, ორი მონადირე და სამი ყვავილი. პეპლის როლში მოგვევლინა I კლასის მოსწავლე ნატალი ყუფარაძე. მოსწავლეებმა გამოავლინეს ინგლისური ენის სათანადო ცოდნა და კარგი სამსახიობო უნარ-ჩვევები. სპექტაკლმა ყველასგან დიდი მოწონება დაიმსახურა  (რეჟისორი: მ. თევზაძე, მუს. გაფორმება: თ. დურგლიშვილი).
გაზაფხული     (III კლ)
პროექტის მიზანი იყო ზეპირმეტყველების უნარის განვითარება, ბავშვები გაცნობოდნენ ქართველი პოეტებისა და კომპოზიტორების ლექსებსა და სიმღერებს და ემოციურად და ღრმად გადმოეცათ თავიანთი დამოკიდებულება წელიწადის ულამაზეს დროსთან - გაზაფხულთან, რაც ძალიან კარგად შეძლეს. მადლობა  ჩვენს პატარებს დღევანდელი დღისთვის, ასევე დიდი მადლობა მათ მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

დამშვიდობება IV კლასთან    (IV ლ)
დღეს სკოლაში გაიმართა IV კლასის მოსწავლეთ გამოსაშვები ღონისძიება, რომელიც სავსე იყო „სევდანარევი“ ღიმილით, მოგონებებით პირველი კლასიდან დღემდე, მადლიერებით მასწავლებლების, აღმზრდელისა და მშობლების მიმართ, ვინც ყოველ ნაბიჯზე მხარს უჭერდნენ სწავლის და მეგობრობის გზაზე. ღონისძიება სავსე იყო ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებით.
„ანბანთან დამშვიდობება!“

გაირბინა კიდევ ერთმა სასწავლო წელმა…

ჩვენმა პირველკლასელებმა მთელი წელი გულმოდგინედ იშრომეს კლასის დამრიგებელთან - ლალი ჯოხაძესთან, აღმზრდელებთან - ლამარა ჯიშკარიანთან და ნონა გოგუასთან ერთად.  დღეს კი ისინი არაჩვეულებრივად  წარსდგნენ მასწავლებლებისა და მშობლების შინაშე - საზეიმოდ გააცილეს ანბანი“!

ბედნიერ დასვენებას და ხალისიან დღეებს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს!

ინტეგრირებული ღონისძიება - ქართული და ისტორია     (XI კლ)

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ინტეგრირებულ ღონისძიებაზე: ,,ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა" (ქართული და ისტორია) XI კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს ვაჟა-ფშაველას ლირიკის ანთოლოგია; გუნდურად წაიკითხეს რამდენიმე ლექსი, ისტორიული ექსკურსის საშუალებით გაიხსენეს თავისუფლებისათვის ბრძოლის ეპიზოდები.

თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მისაღწევად ქართველ ხალხს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა დასჭირდა ხან იარაღით, ხან--კალმით. ბრძოლას კი, როგორც ჩანს., ყოველთვის ჰქონდა აზრი - დღეს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია. მოკლე ისტორიული ექსკურსით მოსწავლეებმა ქრონოლოგიურად წარმოადგინეს თავისუფლებისათვის ბრძოლის ეპიზოდები (მასწ.-ები: ე. კაციტაძე და ი. გარსენიშვილი)