image
image
image
image
image
სიახლეები
შემოდგომის მასტერკლასები საფერვინოში (V კლ)

12 ოქტომბერი, დაუვიწყარი დღე V კლასის მოსწავლეებისა და მშობლებისათვის. საფერვინოში შემოდგომის მასტერკლასები დაიწყო და ჩვენც ვეწვიეთ კახეთს, ხაშმს (დამრიგებელი: ლალი ლამბრიანიძე). ჩვენს პროგრამაში იყო. რთველი, საწნახელში ყურძნის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება. ადგილზე შესანიშნავი გარემო დაგვხვდა - აქ ყველაფერი ხელოვნების ნიმუში იყო, რადგან ვიმყიფებოდით ხელოვანების ოჯახში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს კერამიკის საიტერესო ნაკეთობები, რომელსაც მოსწავლეები იქვე ამზადებენ. უღრმესი მადლობა ოჯახის ყველა წევრს, ასეთი თბილი და ყურადღებიანი მიღებისთვის. ასევე ვეწვიეთ ცნობილი მწერლების - რევაზ ინანიშვილისა და გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმებს. მოსწავლეებმა დიდი ყურადღებით მოისმინეს საინტერესო ეპიზოდები მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

საშემოდგომო ლექცია ეროვნულ უნივერსიტეტში  (IV კლ)
შპს კერძო სკოლა „ივერონის“ IV კლასის მოსწავლეები, შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის მიერ ორგანიზებულ საშემოდგომო ლექციას დაესწრნენ (დამრიგებელი: ლია კუკავა). შეხვედრის პროგრამა მოიცავდა, შემოდგომის აღნიშვნას საქართველოსა და მსოფლიოში, ცხოველთა და ფრინველთა ზამთრის სამზადისს, სეზონის ლეგენდებსა და მითებს, ფერთა ფსიქოლოგიასა და ფერებს მხატვრობაში. მოსწავლეებმა,საინტერესო ლექციის დასასრულს, პრაქტიკული სახის სავარჯიშოები შეასრულეს, მოუსმინეს კომპოზიტორ, ანტონიო ვივალდის, “ოთხ დროს”, ასევე, დაათვალიერეს თანამედროვე მხატვრის, იულია ჩადუნელის,ილუსტრაციები და წაიკითხეს, მწერალ, მარიამ სამხარაძის წიგნი. თითოეული მოსწავლე კი, სიმბოლურად დასაჩუქრდა.
ხაშმში რთველზე   (III კლ)

III კლასის მოსწავლეები ექსკურსიით ეწვივნენ ხაშმს, სადაც პირველ რიგში მოინახულეს ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი (დამრიგებელი: მარიამ კუბლაშვილი). ბევრი საინტერესო რამ გაიგეს ქართველი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ გიდის დახმარებით,გაიხსენეს სკოლაში ნასწავლი მოთხრობები.

შემდეგ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს რთველში. მოსწავლეებმა საკუთარი თვალით ნახეს ყურძნის კრეფისა და წურვის პროცესი. ასევე ამოავლეს ჩურჩხელები. ეს იყო საინტერესო, შემეცნებითი და ამავე დროს შემოქმედებითი აქტივობა, რადგან ჩვენმა პატარებმა ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთეს.

სტუმრად თეატრში  (II, III, IV კლ)

„ივერონის“ II, III, IV კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს, სადაც იხილეს სპექტაკლი „წითეკლკანიანთა ბელადი“.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.