image
image
image
image
image
სიახლეები
გასვლითი აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში   (IX-X-XI კლ)
სასკოლო პროექტის - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა (სახელწოდება: „ჩვენი საგანძური“) ფარგლებში, სკოლა „ივერონის“ IX-X-XI კლასების მოსწავლეებმა მოინახულეს ბეთანიის ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნით თარიღდება.  
გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში   (XII კლ)

სასკოლო პროექტის ფარგლებში, მე-12 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზრუმში. აქტივობის მიზანი იყო პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა - კულტურული მემკვიდრეობის გაცნობიერება და პატივისცემა.

(მასწ.: ეკა კაციტაძე)
კვირეულის დასასრული
იაკობ გოგებაშვილის კვირეულის დასასრულს, დაწყებითი კლასების IV კლასის მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები აქტიური ჩართულობისა და მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობების ჩვენებისათვის (მასწ.: ლია კუკავა)
ი. გოგებაშვილის კვირეულისადმი მიძღვნილი აქტივობა   (3 და 1 კლ)

მესამე კლასის მოსწავლეებმა პირველკლასელებისათვის იაკობ გოგებაშვილის იუბილესთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო და სასიამოვნო შეხვედრა მოაწყვეს. წაუკითხეს პატარა მოთხრობები, გააცნეს მწერლის ბიოგრაფია, გაითამაშეს ზოგიერთი ეპიზოდები, მიუსადაგეს ანდაზები, აუხსნეს გაუგებარი სიტყვები, ერთად უმღერეს ანბანს. მოსწავლეებმა თავი წარმოაჩინეს როგორც უფროსი მეგობრები და მასწავლებლები.  ეს აქტივობა დაეხმარებათ მათ ლიდერობის, კომუნიკაციის და პატარებზე ზრუნვის განვითარებაში, მადლობა ყველა მოსწავლეს.

პირველკლასელებისთვის ეს აქტივობა დარჩება, როგორც პირველი სასიამოვნო შეხვედრა ქართულ ლიტერატურასთან (მასწ.: მარიამ კუბლაშვილი)

აქტიური დასვენება სკოლის ეზოში  (VII კლ)
VII კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ვარდები, რომელიც სკოლამ საჩუქრად მიიღო.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.