XI კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია თემაზე: „დიდი ბრიტანეთი“ (მასწ.: მ. ფარცხალაძე).
XI კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია თემაზე: „დიდი ბრიტანეთი“ (მასწ.: მ. ფარცხალაძე).
პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.
ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...
პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე, თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.
შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.
როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.
ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.
მადლობას ვუხდით ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.