image
image
image
image
image
სიახლეები
ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე! - კითხვები სკოლის ექთანთან

სასწავლო წლის მანძილზე, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, კლასის დამრიგებლებმა სკოლის ექთანი მიიწვიეს სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ.  შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მოსწავლეთა შეკითხვები ძირითადად ეხებოდა სეზონურად გავრცელებულ რესპირატორულ და ინფექციურ დაავადებებს, ხოლო გაზაფხული-ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, მოსწავლეები ინტერესდებიან სხვადასხვა სახის ტრავმებით - დაჟეჟილობითა და მოტეხილობით გამოწვეული პრობლემებით. შეხვედრების დასასრულს ჩვენი მოსწავლეები მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე: იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, პირველ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჰიგიენური ნორმების დაცვას, ხოლო მეორე შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ სიფრთხილე და წინდახედულობა.  

საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან კი სადამრიგებლო საათის თემატიკა დაკავშირებული იყო მოზარდებში გავრცელებულ სხვადასხვა მავნე ჩვევებთან - თამბაქოს მოხმარებითა და ნარკოდამოკიდებულებულებით გამოწვეულ პრობლემებთან.
ნიკო ფიროსმანი  (VI კლ)
სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ ხელოვნების მოყვარულთა კლუბის წევრები - VI კლასის მოსწავლეები. მათ სურვილი გამოთქვეს ამჯერად  ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას და ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს გაცნობოდნენ. იხილეს ნიკალას ნამუშევრები (https://www.youtube.com/watch?v=6wJdqOuWFrA ) და ფრაგმენტი ფილმიდან „კვლევები ფიროსმანის გარდაცვალებისა და დაკრძალვის შესახებ“ (https://www.youtube.com/watch?v=WTtzkV77f0Y ). მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ნამუშევართა თემატიკაზე, სტილის თავისებურებაზე, ეპოქალურ მახასიათებლებზე და ა.შ. ბოლოს კი მოსწავლეთა უმრავლესობამ დაასახელა ფიროსმანის ის ნამუშევარი, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა მათზე და ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ.
ელექტროდენი სახიფათოა!!! (VII, II-III)

სამოქალაქო განათლების კლუბ „ივერონის“ წევრები (VII კლ მოსწ.) შეხვდნენ ჩვენი სკოლის II და III კლასების მოსწავლეებს. მათთან საუბარი შედგა ელექტროდენისაგან მოსალოდნელი სავალალო შედეგების თავიდან აცილების შესაძლებლობების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ  თითქოს ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რაოდენ გასაფრთხილებელია ელექტროობასთან შეხება და რამდენად მნიშვნელოვანია ამ მხრივ უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მაინც ხდება შემთხვევები, რომლებიც ძალინ ცუდად მთავრდება. ყოველივე ეს კი ალბათ ნაწილობრივ იმის შედეგია, რომ ადრეული ასაკიდანვე უნდა ჰქონდეს ბავშვს გამჯდარი ის ნორმები და აკრძალვები, რაც ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება…  და გაუფრთხილებლობისა თუ დაუდევრობის შედეგად გამოუსწორებელი შედეგების მოწმეები ვხვდებით.

ამ შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ გაგვეცნო და კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ჩვენი პატარა მოქალაქეებისათვის აკრძალვები, რაც არასოდეს არ უნდა დაივიწყონ მათ. ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ისეთი ნივთია, რომელსაც ყოველდღიურობაში მოვიხმართ - თითქოს უსაფრთხოა, მაგრამ არასწორი მოხმარების ან გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, ის საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს.

კლუბის წევრებმა პატარებს გააცნეს თემატური თვალსაჩინოება და ნახეს შემეცნებითი ანიმაციური ფილმები  (1-  https://www.youtube.com/watch?v=PynWZCFSH8g ;

2-  https://www.youtube.com/watch?v=C9BYaDppwko ).

პატარებმა გაიხსენეს, ადრეულ ასაკში როგორი მოურიდებლები ყოფილან ზოგჯერ  როზეტთან, გაწყვეტილ კაბელთან, ელექტრონივთებთან და ა.შ.

დასასრულს ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ არასდროს არ უნდა დაივიწყონ უსაფრთხოების წესები და აუცილებელად უნდა დაიცვან ის! 
ბოლო ზარი 2023-2024

ჩვენო ძვირფასებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას!!! <3 <3 <3

დაგილოცავთ მომავლის გზას!!!   <3 <3 <3

თქვენი ცხოვრების მეგზური მუდამ  წარმატება ყოფილიყოს!!! <3 <3 <3 
რა ვიცით დაზოგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით?

VII კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში, მოაწყვეს შეხვედრა სკოლის III, V  და VI კლასების მოსწავლეებთან, რომლებთანაც ისაუბრეს დაზოგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

თურმე „მსოფლიო დაზოგვის დღე“ 31 ოქტომბერს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოში კი ის საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის ინიციატივით,  აღინიშნება 2012 წლიდან.  დაზოგვის დღის ქართული სიმბოლოა - ჭიანჭველა „გროვია“.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შეხებ, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ფულს, როგორ უნდა დაზოგონ ის სახლში, ან დააგროვონ ბანკში, რომ შეხაძლებელი გახდეს თავიანთი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა. როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს აქვს დაგროვების ყულაბა და აქვს მიზანი, რისთვისაც დაგროვილ თანხას გამოიყენებენ.

მოსწავლეები დიდი ინტერესით საუბრობდნენ ამ თემაზე და გამოავლინეს საკმაო ცოდნა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე VII კლასის მოსწავლეებმა პატარებს სააცნეს საინტერესო ისტორიული ფაქტები („მოგზაურობა ფულის სამყაროში“), თავად პატარებმა კი წაიკითხეს მოთხრობა - „დაგროვების ამბავი“.

აღნიშულ თემასთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების კლუბში შეიკრეიბნენ ასევე VIII კლასის მოსწავლეები, რომლებმაც  „იმოგზაურეს“ ფულის სამყაროში და გაეცვნენ „ფინანსური განათლების სახელმძღვანელოს“.  ეს ბროშურები ჩვენს მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა V კლასის მოსწავლის დავით ბექაურის მშობელმა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.