image
image
image
image
image
სიახლეები
შემაჯამებელი ვიქტორინა  (II -დამრ.: თ. ჩაჩუა // III  კლ - დამრ.: მ. კუბლაშვილი)
მოსწავლეთა მიერ მიღებული ცოდნის შემოწმების მიზნით, წელს სკოლამ გადაწყვიტა, დაწყებითი კლასების (I-II-III კლ) მოსწავლეებისათვის სემესტრის დასასრულს შემაჯამებელი ვიქტორინის სახე მიეცა. ამ წამოწყებას პირველკლასელებმა შესანიშნევად გაართვეს თავი. ამჯერად ვიქტორინაში ჩაერთვნენ II და III კლასების მოსწავლეები. ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველებისა და სახელოვნებო საგნებთან ერთად, მათ კითხვებზე პასუხი უცხოურ ენებშიც (ინგლისური, რუსული (III)) მოუხდათ. 
შემაჯამებელი ვიქტორინა  (I კლ - დამრ.: მ. კუბლაშვილი)

მიუხედავად იმისა, რომ პირველკლასელები ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც მერხერბს შემოუსხდნენ და „ანა-ბანას“ შესწავლას შეუდგნენ, მათ დამსწრე მასწავლებლები და მშობლები განაცვიფრეს ამ ეტაპისათვის მიღებული ცოდნითა და შეძენილი უნარ-ჩვევებით. ეს იყოს შემაჯამებელი საახალწლო ვიქტორინა, რომელზედაც პატარებმა გამოამჟღავნეს მაქსიმალური ცოდნა და შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებაში, მუსიკასა და ხელოვნებაში. კლასის დამრიგებელი და საგნის მასწავლებლები ეკრანზე პროექტორის საშუალებით წარმოდგენილ სახალისო კითხვებსა და დავალებებს აწვდიდნენ მოსწავლეებს, ისინი კი დიდი მონდომებითა და მაქსიმალური ჩართულობით სცემდნენ პასუხებს. მოსწავლეებმა შეასრულეს ასევე რამდენიმე ჯგუფური სამუშაოც. ე.წ. „მუსიკალური პაუზა“ კი  დაეთმო შესწავლილ საახალწლო სიმღერებსა და კარაოკე ცეკვას, რითაც ისინი კიდევ უფრო გახალისდნენ.

ვიქტორინას თვალს ვერ წყვეტდნენ მომღიმარი მშობლები, რომლებმაც დასასრულს გამოხატეს  მადლიერება დამრიგებლის, მასწავლებლების, აღმზრდელებისა და სკოლის მიმართ.

კომპლექსური შემაჯამებელი დავალება ფიზიკაში - თემა: „ფიზიკა სამზარეულოში“ (VII კლასი - მასწ.:  მ. გოგაძე)
მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს თეორიული საკითხების სიღრმისეული ცოდნა. საოჯახო სამზარეულოსა და სკოლის ლაბორატორიაში განახორციელეს სხვადასხვა პრაქტიკული დავალებები თუ ცდები, რომლებიც ფირზე აღბეჭდეს და სლაიდშოუს პრეზენტაციაში წარმოადგინეს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

სადამრ. სთ - მავნე ჩვევებთან ბრძოლა   (VII კლ)

სადამრიგებლო საათის ფარგლებში კლასთან შედგა გულწრფელი საუბარი - მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა ჩვევები არის საყურადღებო მათი ასაკის ბავშვებისათვის. როგორც აღნიშნეს, მათ ყოველდღიურად ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა „მაცდუნებელ“ ინფორმაციასთან გამკლავება უწევთ, რაც შესაძლოა მომავალში უარყოფიდად აისახოს მომავალ თაობაზე.
აქედან გამომდინარე, საუბარი შეეხო მოზარდებში ისეთი თვისებების გამომუშავებას, როგორიცაა ნებისყოფა, სიმტკიცე, ფიზიკური სიჯანსაღე და ა.შ.

პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან. 
პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან.