image
image
image
image
image
სიახლეები
ხელოვნების მოყვარულთ კლუბი - კოტე მარჯანიშვილი  (IX კლ)
ხელოვნების მოყვარულთა კლუბის ფარგლებში IX კლასის მოსწავლეებმა იხილეს დოკუმენტური ფილმები - „კოტე მარჯანიშვილი“ (https://www.youtube.com/watch?v=MOliIBpUKiA&t=131s ) და „დღე მუზეუმში - მარჯანიშვილის თეატრი“ (https://www.youtube.com/watch?v=EDgLQHKdT4Y&t=34s ). მათი საშუალებით მოსწავლეებმა გაიგეს მათთვის უცნობი საინტერესო ფაქტები კოტე მარჯანიშვილის ცხოვრებიდა და მისი შემოქმედებიდან. ასევე გაეცნენ კ.მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის ისტორიის მოკლე მიმოხილვას.
ექსკურსია  - ბორჯომის ხეობაში  (VIII კლ)

20 ოქტომბერს VIII კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს  ულამაზესი ბორჯომის ხეობა და მის მიმდებარედ არსებული ღირსშესანიშნაობები - ტიმოთეს უბანი, მწვანე მონასტერი, სადგერის წმ. გიორგის მონასტერი, წმ. საროველის მონასტერი.

დასუფთავების მსოფლიო დღე!   (VIII-IX კლ)

ყოველი წლის სექტემბერის თვეში აღინიშნება  დასუფთავების მსოფლიო  დღე. ღონისძიება გლობალურია და მასში ერთვება თითქმის მთელი  მსოფლიო. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში მოხალისეები შერჩეულ ადგილებს ნარჩენებისაგან წმენდენ.

წლებია  ჩვენი სკოლის პედაგოგები  და მოსწავლეები აქტიურად  ზრუნავენ ეკოცნობიერების ამაღლებაზე. ამ სასწავლო წელსაც, 29 სექტემბერს VIII  და  IX კლასების  მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებლის - ე. ბუცხრიკიძისა  და აკადემიური დირექტორის -  მ. ბექურიძის ინიციატივით  აღნიშნეს  დასუფავების  მსოფლიო დღე. ამ აქტივობასთან დაკავშირებით მოსწვლეებს ჩაუტარდათ მინი-ლექცია, რის შემდეგაც მათ დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

ეთნოგრაფიული მასტერკლასები და ვორქშოფები   (VIII კლ)

2024 წლის 11 ოქტომბერს, სადამრიგებლო საათის ფარგლებში,  VIII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ დიდუბის საგამოფენო სივრცეში -  "მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის V საერთაშორისო სამიტზე" - ეთნოფესტი 2024" (ორგანიზატორი: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი -  @tbilisiethnofest -ის გვერდს და ასეც #ETHNOFEST2024

სადაც ჩარდა ეთნოგრაფიული მასტერკლასები სხვადასხვა საინტერესო თემებზე. მასტერკლასებს ატარებდა 150-ზე მეტი ქართველი და უცხოელი (აზერბაიჯანელი, ბრაზილიელი, ჩეხი, დიდ ბრიტანელი, ყაზახი) დიზაინერი და ოსტატი, რომლებიც მნახველებს აცნობდნენ თავიანთ შემოქმედებას, მასთან დაკავშირებულ ისტორიულ წყაროებს და უმხელდნენ შემოქმედებით „საიდუმლოებებს“.

სკოლა „ივერონის“ მოსწავლეები ეთნოფესტზე მიიწვია ქ-ნმა თეა გოცირიძემ,  რომელიც გახლავთ საერთაშორისო ცენტრის პროექტების კოორდინატორი.

მრავალფეროვანი თემატიკიდან VIII კლასის მოსწავლეებმა არჩევანი გააკეთეს და ესწრებოდნენ ბრაზილიური სამკაულების შექმნის ხელოვნების მასტერკლასს სახელწოდებით: „შექმენი სამკაული ბრაზილიური ოქროს ბალახილაგან“, რომელიც ჩაატარა ბრაზილიელმა ოსტატმა ქ-ნმა ფაბიანა ბაზერამ. მან დამსწრეებს დაწვრილებით აუხსნა  ეროვნული სამკაულების შექმნასთან დაკავშირებით არსებული ყველა დატალი.

მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს გამოფენაზე წარმოდგენელი სხვადასხვა ქვეყნის ხალხური შემოქმედების მრავალფეროვანი ნაკეთობები.

ეს იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო ვიზიტი ჩვენი მოსწავლეებისათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.