image
image
image
image
image
სიახლეები
გაზაფხული     (III კლ)
პროექტის მიზანი იყო ზეპირმეტყველების უნარის განვითარება, ბავშვები გაცნობოდნენ ქართველი პოეტებისა და კომპოზიტორების ლექსებსა და სიმღერებს და ემოციურად და ღრმად გადმოეცათ თავიანთი დამოკიდებულება წელიწადის ულამაზეს დროსთან - გაზაფხულთან, რაც ძალიან კარგად შეძლეს. მადლობა  ჩვენს პატარებს დღევანდელი დღისთვის, ასევე დიდი მადლობა მათ მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.
ექსკურსია კახეთში    (VIII კლ)
VIII კლასის მოსწავლეთა ექსკურსია კახეთში მოიცავდა მარშრუტს თბილისი -  წინანდალი - თელავი - ალავერდი. წინანდალში მათ მოინახულეს ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი;  თელავში - პარკი და  ერეკლე მეფის ისტორიული მუზეუმი;  ბოლოს კი მოინახულეს ალავერდის გრანდიოზული ეკლესია.
პოეზიის სამყაროში     (VIII კლ)
VIII კლასის მოსწავლეებმა არ უღალატეს თავიანთ ტრადიციას. მათი პოეზიის საღამო ამჯერად მიეძღვნა თანამედროვე ქართველ ქალ პოეტებს. რამდენიმე მათგანი გვესტუმრა კიდეც.  ღონისძიება მოამზადა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თავად პოეტმა - ირმა ალფაიძემ. 
ანბანთან დამშვიდობება  (რუსული ენა)   (III კლ)
სასწავლო წლის დასასრულს  III კლასმა წარმოადგინა შემაჯამებელი გაკვეთილი რუსულ ენაში - ანბანთან დამშვიდობება (მას.: მ. კორსაველი). მოსწავლეებმა წაიკითხეს ანბანთან დაკავშირებული ლექსები მათ ასევე დადგეს თოჯინური სპექტაკლი "Теремок", დასასრულს კი შეასრულეს სიმღერა მეგობრობაზე "От улыбки". სპექტაკლი გათამაშდა სკოლის ეზოში, რამაც თავისებური ხიბლი შესძინა ყოველივეს.
ჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“  (I-VI კლ)

2024 წლის 10 ივნისს, სკოლის დარბაზში სცენაზე წარსდგნენ მეტყველების წრის (მასწ.: მანანა თევზაძე) მოსწავლეები (მათი ნაწილი - 15 მოსწ.), რომლებმაც მათ მოსასმენად მოსულ  ახლობლებს, მეგობრებსა და სკოლის მასწავლებლებს, ხმამაღლა, გამოთქმით წაუკითხეს „ვეფხისტყაოსნის“ საწყისი სტროფები. მათ კითხვას მუსიკალური თანხლება არ ჰქონია. ტექსტთან მარტოდ დარჩენილებს თავი არ შეურცხვენიათ. პირიქით, საკმაოდ მობილიზებულად, ემოციურად დამუხტულებმა თავიანთი სათქმელი ხმამაღლა განაცხადეს: თუ რა მნიშვნელობა აქვს მათთვის „ვეფხისტყაოსანს“, რა ძალისხმევა დასჭირდათ მასზე მუშაობისას, როგორი შრომით შეიძლება საუკეთესო შედეგის მიღწევა.

საუკეთესო შედეგი ძალიან შორსაა, მაგრამ ის მცირედიც, რასაც მათ მიაღწიეს, ნამდვილად იმსახურებს შექებასა და მოწონებას. დამსწრე საზოგადოებამ - პედაგოგებმა, ადმინისტრაციამ ჯეროვნად შეაფასა მათი შრომა და სამომავლოდ წარმატება უსურვა, მით უფრო, რომ განზრახულია ქორეოგრაფთან ერთად ამ თემაზე მუშაობის გაგრძელება. 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.