როგორც წესი, დაწყებითი კლასების მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში და მნიშვნელოვან წარმატებებსაც აღწევენ ამ მხრივ. ამჯერად წარმოგიდგენთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც გასულ სასწავლო წელს მონაწილეობდნენ KINGS-ისა და „ევერესტის“ ოლიმპიადებში. ესენი არიან:
1. ანასოფია გულედანი (III კლ) - სერთიფიკატი - კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული მონაწილე
2. ელენე ფილფანი (III კლ) - სერთიფიკატი - კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული მონაწილე
3. დავიდ ოთხოზორია (IV კლ) - სერთიფიკატი - კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული მონაწილე
დემნა ჩაკვეტაძე (V კლ) - III ხარისხის დიპლომი - კინგსის ქართული ენის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის წარმატებული მონაწილე; I ხარისხის დიპლომი - კინგსის ინგლისური ენის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის წარმატებული მონაწილე; სერთიფიკატი - მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტის“ მონაწილე;V ბ კლასის მოსწავლეები წიგნის მოყვარულთა კლუბის ნორჩი წარმომადგენლები არიან. მათთან საუბარი შედგა ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიისა და ნაწარმოებების შესახებ. მიუხედავად პატარა ასაკისა, მათი ნაწილი კარგად იცნობს დუმბაძის მოთხრობებს. მოსწავლეებმა იხილეს ქართული ფილმი - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟ.: თ. აბულაძე) და მოხდა მისი შედარებითი ანალიზი ლიტერატურულ პირველწყაროსთან.
სამოქალაქო განათლების კლუბმა ამჯერად Vა კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა - მათთან საუბარი შედგა მოსწავლეთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, უნებლიედ წარმოქმნილ პრობლემებზე და მათ მოგვარებაზე, სასკოლო საზოგადოების მხრიდან მათთვის სასურველი და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე. მოსწავლეებმა იხილეს თემტური შემეცნებითი ანიმაციური ფილმები, რის შემდეგაც გააანალიზეს ნანახი და საინტერესო დასკვნებიც გააკეთეს.
















