image
image
image
image
image
სიახლეები
სამოქალაქო განათლების კლუბი - დავიცვათ ერთმანეთი  (Vა კლ)
სამოქალაქო განათლების კლუბმა ამჯერად Vა კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა - მათთან საუბარი შედგა მოსწავლეთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, უნებლიედ წარმოქმნილ პრობლემებზე და მათ მოგვარებაზე, სასკოლო საზოგადოების მხრიდან მათთვის სასურველი და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე. მოსწავლეებმა იხილეს თემტური შემეცნებითი ანიმაციური ფილმები, რის შემდეგაც გააანალიზეს ნანახი და  საინტერესო დასკვნებიც გააკეთეს.
პედაგოგიური საბჭოს შეკრება
სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, როგორც წესი, შეიკრიბა სკოლის პედ. კოლექტივი. საბჭოს წევრებს  ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულცა და წარმატებები უსურვა სკოლის დამფუძნებელმა - ქ-ნმა ციალა ჯაფარიძემ. სხდომას უძღვებოდა ახლადარჩეული თავმჯდომარე - ქ-ნი თამარ ბაკაშვილი.
მასწავლებელთა  ჩანაცვლება
გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგად, სკოლას შეემატა ორი ახალი მასწავლებელი, რომლებიც გაეცნენ სკოლის ძირითდ დოკუმენტაციას.
საგნობრივი კათედრების სხდომები
ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე შეიკრიბნენ და მუშაობას შეუდგნენ საგნობრივი კათედრები. კათედრის თავმჯდომარეებისა და მდივნების არჩევის შემდეგ, სხდომებზე განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც  დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.