image
image
image
image
image
სიახლეები
რაზე მოგვითხრობს ნაწარმოები - „წიგნის ქურდი“ ?..  (VI კლ)

2023 წლის 02 მარტს წიგნის მოყვარულთა კლუბში შეიკრიბნენ VI კლასის მოსწავლეები. იანვრის არდადეგების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს აერჩიათ წიგნი, რომელსაც ერთი თვის მანძიელზე წაიკითხავდნენ და შემდეგ წიგნის მოყვარულთა კლუბში განხილვას  მოაწყობდნენ. ამჯერად მათ არჩევანი გააკეთეს თანამედროვე ავსტრიულ-გერმანული წარმოშობის ავსტრალიელი  მწერლის - მარკუს ზუზაკის  (.23.06. 1975) ნაწარმოებზე  „წიგნის ქურდი“. ეს მის მიერ შექმნილი 6 რომანიდან, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც საერთაშორისო ბესტსელერი გახდა.

წიგნი მოგვითხრობს  ნაცისტური გერმანიის თავდასხმების შესახებ: ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას...

როგორც ცნობილია, მთელი ბავშვობა მარკუსი მშობლებისგან ისმენდა საოცარ ამბებს ომზე, ნაცისტურ გერმანიაზე, მიუნხენის დაბომბვაზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და იმ ებრაელ ტყვეებზე, რომლებსაც მიუნხენის მახლობლად მდებარე ბანაკამდე სანამ მიიყვანდნენ, ერთი პატარა ქალაქი ფეხით უნდა გაევლოთ.  სწორედ იმ ქალაქში ცხოვრობდა მარკუსის დედა...

VI კლასისი მოსწავლეებმა ისაუბრეს ნაწარმოებში ასახული ეპოქის შესახებ, ომის სისასტიკის შესეხებ, მეგობრობაზე, თავდადებაზე, თავგანწირვაზე, წიგნის სიყვარულზე... პარალელი გაავლეს დღევანდელობასთან - ქვეყნებს შორის ამჟამად მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან... აღნიშნეს, რომ არავითარი გამართლება არა აქვს ომს, ყოვლად დაუშვებელია ის, ვინაიდან მას განსაცდელი მოაქვს ათასობით ადამიანებისა და მათი ოჯახებისათვის.

კლუბის შეკრებას ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქ-ნი ლიანა ახალკაცი და სკოლის დირექციის წარმომადგენლები.
„ტვინების ბრძოლა“ - გაზაფხულის სეზონი

2023 წლის 27 თებერვალს სკოლა „ივერონში“ ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლის“ საგაზაფხულო სეზონის შიდასასკოლო ტური. მასში მონაწილეობა მიიღო სამივე ასაკობრივი კატეგირიის  ყველა მოსწავლემ. თამაში ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. საბოლოოდ კი გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები:

III-V კლ -  გუნდი „საქართველო“  (V კლ)

VI- VIII  კლ - გუნდი  „საქართველო“  (VII კლ)

IX-XI კლ - გუნდები  „რუბიკონი“  (XI კლ)   და  „გალაქტიკა -2“  (X კლ)
2020-2021 სასწავლო წლის ოქროს მედალოსნები

2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს - ქეთი გოგატიშვილსა და თამარ ვარსიმაშვილს ვულოცავთ ოქროს მედლების გადაცემას!

ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებებს ცხოვრებაში!!!

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.