image
image
image
image
image
სიახლეები
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

დასრულდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური, რომელიც ჩატარდა 2022 წლის 9-დან 13 დეკემბრის ჩათვლით.  მასში მონაწილეობა მიიღეს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა (ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო - მონაწილეობდა 50-მდე მოსწავლე).

მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა ძირითადად გათვლილი იყო X-XII კლასებზე, მასში  მონაწილეობა მიიღეს ასევე VII – IX კლასების მოსწავლეებმაც, რომლებსაც დიდი სურვილი ჰქონდათ მოესინჯათ თავიანთი შესაძლებლობები. მათ მიიღეს კარგი გამოცდილება იმისათვის, რომ მომავალ სასწავლო წელს ოლიმპიადას უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.

მოსწავლეებმა მონაწილება მიიღეს თითქმის ყველა საგანში. განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მოსწავლეთა უმრავლესობამ გადალახა საგნობრივი ზღვარი. მეორე ტურში გადასული მოსწავლეების ზუსტი ვინაობა კი სულ მალე გახდება ცნობილი. 
მუშაობა კომპლექსურ შემაჯამებელ დავალებაზე მუსიკაში  (III კლასი)

თემა: ქალაქის ხმები  (სიგნალებით სატრანსპორტო საშუალებების   ამოცნობა; სხვადასხვა რაოდენობისა და სიმაღლის ბგერების ამოცნობა; წვრილი და ბოხი ხმების გარჩევა ერთმანეთისაგან; მათი გრაფიკული გამოსახვა და ა.შ.)

კომპლექსური დავალება ითვალისწინებდა მკვიდრ წარმოდგენებზე დაყრდნობით სამიზნე ცნებაზე (მუსიკა) მუშაობას.
არა ძალადობას!!!

2022 წლი  13 დეკემბერს სამოქალაქო განათლების კლუბში შეიკრიბნენ X კლასის მოსწავლეები.  შეხვედრა ეხებოდა დღეისათვის საკმაოდ აქტუალურ თემას -  ესაა ქალთა მიმართ ძალადობა.

პერიოდულად სოც. ქსელში ვრცელდება შემთხვევები, რომლებიც გაუგონარი სისასტიკით ხასიათდებიან... ამას კი ეწირება არაერთი მოქალაქის სიცოცხლე...

რით არის განპირობებული ამგვარი ქმედებების მომრავლება?  რამდენად აქვს გამართლება დამნაშავის მიერ ჩადენილ საქციელს? ვინ არის დამნაშავე - ოჯახი თუ საზოგადოება? და  სხვა.  მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.  მათი აზრით, არანაირი გამართლება არა აქვს ძალადობას, მიუხედავად იმისა, თუ რა არის დანაშაულის წინაპირობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კლასის დამრიგებელი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.