image
image
image
image
image
სიახლეები
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!      (I-VI კლ)

სკოლა „ივერონმა“ საზეიმოდ აღნიშნა ბავშვათა დაცვის საერთაშორისო დღე!

სკოლის მიმდებარე სპორტულ მოედანზე ჩვენს მოსწავლეებს ელოდათ გასართობი პროგრამა.

ღონისძიება გახსნა კერძო სკოლა „ივერონის“   დამფუძნებელმა -  ქალბატონმა ციალა ჯაფარიძემ.  მისალმებისა და  მილოცვის შემდეგ, მან სხვადასხვა აქტივობში გამარჯვებულ გუნდებსა და მოსწავლეებს  გადასცა წამახალისებელი სიგელები.

ზეიმი გახსნეს ხელოვნების კოლეჯის ქორეოგრაფიული ანსამბლის - „დიდგორის“ მოცეკვავეებმა  (ხელმძღვ.: ბ-ნი ნუგზარ ფალავანდიშვილი). მათ შეასრულეს ცეკვები:  „ხორუმი“  და „ყაზბეგური“.

ხოლო კოლეჯის საესტრადო სიმღერის წრის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები (ხელმძღვ.: ნანა ჭავჭანიძე).

სტადიონზე გამოფენილი იყო კოლეჯის მოსწავლეთა ნამუშევრები - ნახატები (მასწ.: ანა ხარაშვილი) და თექის ნაკეთობები (მასწ.: ნატო ჟღენტი).

პროგრამის მეორე ნაწილი დაეთმო გასართობ აქტივობებს - მხიარულ  სტარტებს.  ჩვენი მოსწავლეების გართობაზე და მათ განწყობაზე იზრუნა ნიკა  კლიმენკომ, რომელიც ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეა. მას ეხმარებოდა ნინი, რომელმაც „მოხატა“  ჩვენი პატარები.

დღევანდელი დღის განწყობა დიდხანს გაჰყვებათ ჩვენს ბავშვებს.
შოკოლადის მუზეუმში    (II-III კლასები)
ჩვენმა პატარებმა საინტერესოდ  გაატარეს დღე შოკოლადის მუზეუმში. მოისმინეს ლექცია-სემინარი შოკოლადის წარმოშობის ისტორიაზე, მის მნიშვნელობაზე და წარმოებაზე. დააგემოვნეს ნატურალური ცხელი შეკოლადი და ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ სკოლაში.
სტუმრად თეატრში       (V-VIII კლასები)
2023 წლის 24 მაისს სკოლის V-VIII კლასების იმყოფებოდნენ მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე - „მე შენ მიყვარხარ“. ავტორი და რეჟისორი ბ-ნი დიმიტრი ღვთისიაშვილი.
სოციალური პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში  (VI კლ)

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ქეთევან თვაურის  ხელმძღვანელობით 2023 წლის თებერვლის თვეში VI კლასთან განახორციელა სოციალური პროექტი სახელწოდებით „ეკოლოგიური საფრთხეები

    XXI  საუკუნეში სულ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს გარემოს დაცვის საკითხები . გარემოზე ზრუნვა, იმ  რისკების და საფრთხეების გააზრება რაც პლანეტას საფრთხეს უქმნის, დღევანდელი საზოგადოების ერთ- ერთ  უმნიშვნელოვანეს  საკითხს წარმოადგენს. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება მოსწავლეებში გარემოს დაბინძურების შედეგად მიღებული რისკების თავიდან აცილების საშუალება და წინაპირობაა.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციას  გარემოს დაბინძურების სხვადასხვა ფაქტებზე და  გარემოს დანიძურების შედეგად გამოწვეულ ცვლილებებზე. დაასუფთავეს სკოლის ეზო. მათ განუვითარდათ ჯგუფური და თანამშრომლობითი მუშაობის უნარ-ჩვევები. შექმნეს პლაკატი გარემოს დაბინძურების თემაზე და მოაწყობენ პრეზენტაცია სასკოლო სივრცეში.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.