image
image
image
image
image
სიახლეები
ხელოვნების მოყვარულთა კლუბი - კ/ფ „მანანა“  (V-VI კლასები)

ხელოვნების მოყვარულთა კლუბმა 2022-2023 სასწავლო წლის II სემესტრში მიზნად დაისახა მოსწავლეთა ყურადღების ცენტრში მოექცია ქართული ტელე-ფილმები, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი დღევანდელი ჩვენი მოსწავლეებისათვის. სწორედ მათზე დაყრდნობით ვისაუბრეთ ხელოვნების შესახებ - მხატვრობაზე, მუსიკაზე, მსახიობებზე, ლიტერატურულ საფუძველზე, ცალკეულ სიტყვებზე, ტრადიციებზე, ეთნიკურ მახასიათებლებზე დ ა.შ.

კ/ფ „მანანა“ ყველა თაობის ბავშვებისათვის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია. სწორედ,  ამ ფილმის მაგალითზე მოხდა დღეს საუბარი ქართული ტელე-ხელოვნების მახასიათებლებზე, თავისებურებებზე, მასში მონაწილე უფროსი თაობის შეუდარებელ ქართველ მსახიობებზე - ს. თაყაიშვილზე, ა. ჟორჟოლიანზე, ი. ტრიპოლსკიზე, ი, ხვიჩიაზე, მ. ჩახავაზე, რომლებსაც არაჩვეულებრივი პარტნიორობა გაუწიათ პატარა გოგონამ - ნანული სარაჯიშვილმა. ვისაუბრეთ ყოველივე იმაზე, რითაც ეს ფილმი ჩვენში დაუვიწყარ კვალს ტოვებს.
ხელოვნების მოყვარულთა კლუბი  (IX ბ კლასი)
ხელოვნების მოყვარულთა კლუბის ფარგლებში, IX ბ კლასის მოსწავლეებთან საუბარი შედგა თემაზე - ცოდნა, რომელიც შევიძინე მუსიკისა და სახვითი ხელოვნების გაკვეთილებზე. როგორ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება და ხელოვნების აღქმა ამ ერთი წლის მანძილზე? - მოსწავლეებმა პასუხი გასცეს ამ და სხვა საინტერესო კითხვებს.
სამოქალაქო განათლების კლუბი  (I კლასი)
2023 წლის 25 მაისს სამოქალაქო განათლების კლუბს ესტუმრნენ I კლასის მოსწავლეები. მათი სასუბრო თემა იყო - „ჯანსაღი ცხოვრების წესი - ჰიგიენა, საკვები, ფიზიკური აქტივობა“. თემასთან დაკავშირებით ჩვენმა პატარებმა იხილეს ანიმაციური ფილმები და გამოავლინეს თავიანთი ცოდნა - ისინი გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს და შეძლებისდაგვარად ასაბუთებდნენ მათ. როგორც აღნიშნეს, მოახლოვებული ზაფხულის არდადეგების დროს აუცილებელია შეიმუშავონ დღის რეჟიმი, რომელიც დაეხმარებათ  დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი.
მამა ლუკა „ივერონში“ – „ივერონის“ კურთხევა და დალოცვა!
ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი - მამა ლუკა სუპატაშვილი მიუხედავად დატვირთული განრიგისა ესტუმრა კერძო სკოლა „ივერონს“ - აკურთხა შენობა, დალოცა ჩვენი მოსწავლეები და სკოლის პედაგოგ-თანამშრომლები.
"ბოლო ზარი"

სკოლა „ივერონი“ XII კლასის მოსწავლეებს ულოცავს სკოლის დამთავრებას!

უსურვებს წარმატებებს და წინსვლას ცხოვრების ახალ სარბიელზე!  <3 <3 <3 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.