image
image
image
image
image
სიახლეები
ონლაინ ბოლო ზარი  სკოლა „ივერონში“!!!

სკოლა „ივერონი“ ულოცავს XII კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას!!!

გისურვებთ  სურვილების ასრულებას და წარმატებებით აღსავსე  მომავლის გზას!!!

ჩემო საყვარელო ბავშვებო, მთელი გულით გილოცავთ სკოლის დამთავრებას ძალიან, ძალიან მიყვარხართ! სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რასაც მე დღეს განვიცდი არ ვიცი როგორ მოგეფეროთ, როგორ მოგესიყვარულოთ თქვენ ჩემი პირველი სადამრიგებლო კლასი ხართ - ჩემი პირველი გამოშვება, პირველი სიხარული!  10 წლის მანძილზე თქვენ იყავით ჩემი ყოველდღიური საფიქრალი და საზრუნავი!.. გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, წარმატებას და სურვილების ასრულებას!.. მიყვარხართ და არასდროს დამავიწყდებით!!!  იმედია თქვენც არ დაივიწყებთ სკოლა "ივერონში" გატარებულ წლებსარ დაივიწყებთ ჩვენი სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც ყოველთვის თქვენი გულშემატკივრები დარჩებიან! მადლობა იმ სიყვარულისთვის, რასაც ამ წლების მანძილზე ჩვენ თქვენგან ვგრძნობდით!!!

კლასის დამრიგებელი:   მარინე ბექურიძე

ძვირფასო პედაგოგებო!!!   პატივცემულო მშობლებო!!!

დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ისევე, როგორც მთელი  მსოფლიო, კიდევ ერთხელ თვალნათელია კერძო სკოლა „ივერონის“  პედაგოგების  ერთგულება  საქმისადმი! მომავალი თაობის აღზრდა მართლაც რომ საიმედო ადამიანების ხელშია!

დიდი მადლობა თავდადებისთვის! გულისხმიერებისთვის!  და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - იმ სიყვარულისთვის, რაც თქვენ გაგაჩნიათ  ჩვენი მომავალი თაობის მიმართ!

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.