image
image
image
image
image
სიახლეები
პანდემია   და  ჩვენ       (X კლ)
სამოქალაქო განათლების კლუბის დღევანდელი შეკრება მიეძღვნა მსოფლიო პრობლემას - კოვიდპანდემიას. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებული უდიდესი პრობლემის შესახებ. გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით გაესვა ხაზი თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, რომელიც უკავშირდება ერთი შეხედვით მარტივ ფაქტორებს -ჰიგიენური ნორმების დაცვას და ვაქცინაციას. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს თუ რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ მათ ოჯახებს, რა დაღი დაუსვა მათ ჯანმრთელობას და ა.შ.  
წიგნის მოყვარულთა კლუბი     ( V კლ)

სკოლა „ივერონში“ წიგნის მოყვარულთა კლუბის მუშაობა გახსნეს V კლასის მოსწავლეებმა. კლუბის შეხვედრები ამ დრომდე ვერ მოხერხდა ობიექტური მიზეზების გამო. ესაა ყველასათვის ნაცნობი თემა - კოვიდპანდემია.

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ წიგნების შესახებ, რომლებსაც დღეისათვის ისინი კითხულობენ. ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები წაკითხული ნაწარმოებების შესახებ, ისაუბრეს მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი პერსონაჟების შესახებ. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქ-ნი ირმა ალფაიძე.  (ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები)
შშმ პირები ჩვენს გვერდით

3 დეკემბერს სკოლა „ივერონის“ V. VI, VII  და  VIII კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ ჰოლოზეუმში ფოტო-გამოფენაზე, რომელიც ეძღვნებოდა შშმ პირების ცხოვრებასა და მათ პრობლემებს. ეს თემა მეტ-ნაკლებად ნაცნობი აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისათვის. ამიტომ გამოფენის შემდეგ, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ამ თემას დაბრუნებოდნენ სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში.  

მოსწავლეებმა გაიხსენეს სხვადასხვა ისტორიები, რომლებთანაც მათ უშუალო შეხება ჰქონიათ. გაიხსენეს გამოფენაზე წარმოდგენილი პირები და მათი ისტორიები. უფროსკლასელებმა  საინტერესო რჩევები მისცეს უმცროს მეგობრებს, შესთავაზეს წასაკითხი წიგნები და ფილმები  შშმ პირების ცხოვრების შესახებ.

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ - X კლასის მოსწავლეები:  სამოქალაქო კლუბის ერთ-ერთი ლიდერი  ნინო შარაძე და კლუბის წევრები - ირაკლი გურგენიძე და ელენე სარაჯიშვილი.

(ესწრებოდნენ: სკოლის დირექციის წარმომადგენლები და მასწავლებლები)
„შევქმნათ ჩვენი ბაღი“ (I კლასი)
კომპლექსური დავალება ბუნებისმეტყველებაში -  „შევქმნათ ჩვენი ბაღი“  (I კლასი)
სიტყვებად დაშლილი ანდაზები   (I კლასი)

ძალიან სახალისო აღმოჩნდა ჩვენი პატარებისათვის აქტივობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც გულისხმობდა მათ მიერ ნასწავლი სიტყვებად დაშლილი ანდაზების აწყობა. ყველა მოსწავლემ ააწყო სწრაფად და უშეცდომოდ. (დამრ.: მ. კუბლაშვილი)

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.