image
image
image
image
image
სიახლეები

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

2020 წლის 11 მარტის ბრძანების თანახმად,   სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 2019-2020 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა 2020 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 1 აპრილამდე.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ ქ-ნმა ეკა დგებუაძემ განცხადა, ყველა საჯარო და კერძო სკოლას ორშაბათს (16 მარტს) გადაეგზავნება რეკომენდაციები. სკოლის დირექციას  აინტერესებს ასევე თქვენი მოსაზრებებიც. ჩვენი სამუშაო ჯგუფები განიხილავენ თქვენს შემოთავაზებებს და შევეცდებით შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ ისინი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით კლასის დამრიგებელს, ან სასწავლო ნაწილის გამგეს (ტელ.: 599 97 96 99).

პატივისცემით, სკოლის დირექცია.

14.03.2020 წელი

სკოლის სადეზინფექციო დამუშავება

2020  წლის 04 მარტს კერძო სკოლა „ივერონში“ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარით  - „Lisoformin 3000“  (2%-იანი) - სრულად დამუშავდა სკოლის შენობა: საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, დერეფნები, კედლები, იატაკები, კიბის უჯრედები და მოაჯირები, სველი წერტილები, სამზარეულო და სასადილო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზები, საგამოფენო დარბაზი; საკლასო ინვენტარი: მერხები, მაგიდები, სკამები, ფანჯრის რაფები, ფარდები, დაფები, კარის სახელურები, ელექტრო ჩამრთველები.

კვების ბლოკში ყველა ზედაპირისა და ჭურჭლის დამუშავება განხორციელდა „Lisoformin spezial”-ის  2%-იანი სხნარით.

სამუშაოები შეასრულა  შესაბამისმა სადეზინფექციო სამსახურმა ექიმი ეპიდემიოლოგისა და დეზინფექციონისტის ქ-ნი მადონა ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით.

დასვენება სუფთა ჰაერზე (III კლასი - დამრ.: მ. კუბლაშვილი)
ასე ერთობიან დაწყებითი კლასების მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, ვიდრე  სააღმზრდელო მუშაობას შეუდგებიან.
მოსწავლეთა აქტივობა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე

2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრი  საინტერესოდ დაიწყო დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის.   განსაკუთრებით გამოირჩევა ფიზიკური აქტივობებით ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები იანვარ-თებერვალი. სხვადასხვა აქტივობებში ერთმანეთს ეჯიბრებიან I-IV კლასების მოსწავლეები. საბოლოოდ გამარჯვებულ კლასს გადაეცემა შესაბამისი სიგელი.

სიყვარულის დღე!

ასე აღნიშნეს სიყვარულის დღე III კლასის მოსწავლეებმა.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.