image
image
image
image
image
სიახლეები
V-VI კლასების მოსწავლეები სპორტის გაკვეთილზე   (მასწ.: ა. ქვრივიშვილი)

მოსწავლეთა ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი ჰარმონიული განვითარებისათვის. ჩვენი მოსწავლეები განსაკუთრებულად ბედნიერად გრძნობენ თავს ალეკო მასწავლებლის გაკვეთილებზე.

ვიწყებთ  დედაენის შესწავლას!
დღეს პირველი კლასის  მოსწავლეებს  საჩუქრად  გადაეცათ  ი. გოგებაშვილის დედაენა.  ესაა დამხმარე სახელმძღვანელო, რომლის კომპლექტიც შედგება მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის სამუშაო რვეულისაგან (I და II ნაწილები). კლასის დამრიგებელი ქ-ნი მარიამ კუბლაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა  დიდი ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის,  პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის შესახებ. მან ბავშვებს შეახსენა გოგებაშვილის მიერ შექმნილი ლექსები, მოთხრობები,  იგავ-არაკები და ანდაზები. იხილეს დოკუმენტური ფილმი ი. გოგებაშვილის შესახებ  ( https://www.youtube.com/watch?v=z4mGXN7kxV4 ) და მოისმინეს მოთხრობები („მეზობლები“  და „ჭიანჭველები“).
PIRLS   2021 - წიგნიერების  საერთაშორისო კვლევა.

გთავაზობთ ამონარიდს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული მასალიდან:

PIRLS-ი ესაა „ ... მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის კითხვის ცოდნის შესაფასებელი საერთაშორისო კვლევა, რომელიც 2001 წლიდან ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. PIRLS 2021 არის მეხუთე კვლევა, რომელიც დაადგენს ბოლო ოცი წლის მანძილზე კითხვის ცოდნაში არსებულ ტენდენციებს. PIRLS 2021-ში მონაწილეობს 40-ზე მეტი ქვეყანა. საქართველო ერთ-ერთია მონაწილე ქვეყნებს შორის. საქართველოში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა სკოლების გარკვეული რაოდენობა. 2020-2021 სასწავლო წელს თითოეული სკოლიდან შეირჩა სულ მცირე ერთი მე-4 კლასი. მოსწავლეთა ტესტირება 2020-2021 სასწავლო წელს, გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო ყველა მონაწილე ქვეყანაში, მაგრამ COVID-19 პანდემიის გავრცელების გამო, ქვეყნების ნაწილში მისი ჩატარება 2021 წლის შემოდგმისთვის გადაიდო. მათ შორისაა საქართველოც. შესაბამისად, კვლევაში ჩაერთვებიან 2020-2021 სასწავლო წელს კვლევაში მონაწილე სკოლებიდან შერჩეული კლასების მოსწავლეები, რომლებიც ახლა მე-5 კლასში სწავლობენ. არსებული რეალობის გათვალისწინებით მოხდა წინამდებარე სახელმძღვანელოს ადაპტირებაც”.

ამდენად, სკოლა „ივერონის“ V კლასის მოსწავლეები არიან PIRLS-ის 2021 წლის კვლევის მონაწილენი. კვლევა ჩატარდა 2 ეტაპად  (ძირითადი და დამატებითი) 100%-იანი ჩართულობით. გარდა მოსწავლეებისა, შესაბამისი კითხვარები შეავსეს შერჩეული კლასის მშობლებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა  (მ. კუბლაშვილმა) და სკოლის დირექტორმა (მ. დარჩაშვილმა).

04 ოქტომბრიდან მოსწავლები სკოლას დაუბრუნდნენ!

      პირველკლასელთა  შემობიჯება სკოლაში

დადგა ყველასათვის ნანატრი დღე -  სწავლამ დისტანციური რეჟიმიდან საკლასო ოთახებში გადაინაცვლა...

ბავშვების ჟრიამული მოეფინა  საკლასო ოთახებს...

ჩვენმა პირველკლასელებმა პირველი ნაბიჯები შემოდგეს სკოლაში...

სკოლის დამფუძნებელმა ქ-ნმა ციალა ჯაფარიძემ 2020-2021 სასწავლო წლის 10-ქულოსან მოსწავლეებს საზეიმოდ გადასცა წარჩინების სიგელები.
სკოლა მზადაა მოსწავლეების მისაღებად

სკოლის დირექცია სრულად მომზადებული ხვდება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს: კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე ჩატარდა სკოლის შენობის სრული დეზინფექცია, დამუშავდა  საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, დერეფნები, სველი წერტილები, ბუფეტი, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია და ა.შ. სასწავლო პროცესის პარალელურად კი მკაცრად გაწერილი გრაფიკის შესაბამისად. სკოლის დამლაგებლის მიერ ჩატარდება  შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.