image
image
image
image
image
სიახლეები

ძვირფასო პედაგოგებო!!!   პატივცემულო მშობლებო!!!

დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ისევე, როგორც მთელი  მსოფლიო, კიდევ ერთხელ თვალნათელია კერძო სკოლა „ივერონის“  პედაგოგების  ერთგულება  საქმისადმი! მომავალი თაობის აღზრდა მართლაც რომ საიმედო ადამიანების ხელშია!

დიდი მადლობა თავდადებისთვის! გულისხმიერებისთვის!  და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - იმ სიყვარულისთვის, რაც თქვენ გაგაჩნიათ  ჩვენი მომავალი თაობის მიმართ!

გამოცხადდა მოსწავლეთა მიღება!

კერძო სკოლა „ივერონი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის I-XIIკლასებში.

საბუთები მიიღება 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

ტელ.:   2 53 56 68;   5 99 71 10 40

პატიცემულო  მშობლებო!

ვინაიდან, არაოფიციალური წყაროებიდა გახდა ცნობილი, აპრილის ბოლოსათვის სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვერ გადაინაცვლებს. ამიტომ, სკოლის დირექციის მოთხოვნით, დაუყოვნებლივ უნდა განვაახლოთ მოსწავლეებთან კომუნიკაცია ონლაინ რეჟიმში. ონლაინ გაკვეთილები საშუალებას იძლევა მოსწავლეს ავუხსნათ ახალი მასალა და თვალი მივადევნოთ მათ შესრულებას.

 

სკოლამ  სასწავლო პროცესი განაახლა 16 მარტიდან, რაც განათლების სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, გულისხმობდა განვლილი მასალის გამეორებას და  დამატებითი მასალის მიწოდებას.

23 მარტიდან V-XII კლასები გადავიდნენ  გაკვეთილების ონლაინ რეჟიმში ჩატარებაზე. ამისათვის სკოლამ აირჩია ZOOM-ის  პლატფორმა.

25 მარტიდან კი ონლაინ სწავლებაზე გადასასვლელად მზადდება დაწყებითი კლასები. ვინაიდან, ჩვენი მოსწავლეები პატარა ასაკის არიან, მათ დამოუკიდებლად გაუჭირდებათ ამ პროგრამების ათვისება და დასჭირდებათ თქვენი დახმარება.  თუმცა ამ პროგრამით მუშაობა მათთვის საკმაოდ მარტივი იქნება.

მოგაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ რამდენიმე ინსტრუქციას, რომლებიც შესაძლოა გამოგადგეთ.

გისურვებთ წარმატებებს!

პატივისცემით, სკოლის დირექცია.

25.03.2020  წელი,

მოგესალმებით  ძვირფასო მშობლებო !

ორშაბათიდან, 23 მარტიდან, სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ, სასწრაფოდ, დღესვე  გაააქტიურონ ჩვენმა მოსწავლეებმა
ZOOM-ის პროგრამა. დღის ბოლოს მოგაწვდით საგაკვეთილო ცხრილსა და გაკვეთილებზე ჩასართავად გამოსაყენებელ საგნობრივ კოდებს!!!

სკოლის დირექცია

22.03.2020 წელი
 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.