image
image
image
image
image
სიახლეები
რუსული ენის შემსწავლელი უფასო წრე VII კლასი

შპს კერძო სკოლა „ივერონი“ გთავაზობთ რუსული ენის შემსწავლელ უფასო წრეს VII კლასის მოსწავლეთათვის. წრის ხელმძღვანელია რუსული ენის მასწავლებელი ქ-ნი ნუნუ ჭუბაბრია.

„ივერონელების“ წარმატება ქიმიის ფესტივალზე!
2019 წლის 22 ოქტომბერი

ივერონელების წარმატება ქიმიის ფესტივალზე!

2019 წლის 20 სექტემბერს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ქიმიის ფესტივალი, რომელიც  ჩატარდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეის ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაციის წევრ სტუდენტთა ორგანიზებით. ფესტივალი დაფინანსებული იყო ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაციის გრანტით და ჩატარდა ქიმიის კვირეულის ფარგლებში.

ჩვენი სკოლიდან  ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ XI კლასის მოსწავლეები - ქეთი გოგატიშვილი და თამთა ვარსიმაშვილი. სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ჩვენმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო  გასართობ-შემეცნებით პროგრამაში, და მოხვდნენ გამარჯვებულ გუნდთა სამეულში. მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

პროგრამის პროექტი ეკუთვნის და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი ანი ჩიჩუა, რომელიც კერძო სკოლა ივერონის კურსდამთავრებულია.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.

ახალი საგანი - მოქალაქეობა
2019 წლის 22 ოქტომბერი

„მე და ჩემი თემი“ - ასე ეწოდებოდა საპრეზენტაციო თემას, რომელიც 2019 წლის 9  ოქტომბერს  წარმოადგინეს VII კლასის მოსწავლეებმა საგანში - მოქალაქეობა
/მასწავლებელი:
 ქ-ნი ელისო ბუცხრიკიძე/.
უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ!..
2019 წლის 18 ოქტომბერი

2019-2020 სასწავლო წლისათვის უ ფ რ ო ს ი   მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ლ ი ს   ს ტ ა ტ უ ს ი   მ ი ე ნ ი ჭ ა
კერძო სკოლა „ივერონის“ კიდევ 3 პედაგოგს. ესენი არიან:
1.    გერმანული ენის მასწავლებელი - ქ-ნი ნონა გარსენიშვილი
2.    მათემატიკის მასწავლებელი - ქ-ნი მერი მეტრეველი
3.    ფიზიკის მასწავლებელი - ქ-ნი მაია გოგაძე
ვულოცავთ ჩვენს პედაგოგებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში!
 
KINGS-ის ოლიმპიადის გამარჯვებულები!
2019 წლის 9 ოქტომბერი

სკოლა „ივერონის“ მოსწავლეებმა კვლავაც წარმატებით მიიღეს მონაწილეობა 2019 წლის KINGS-ის ოლიმპიადაში - ქართულ ენაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში.  ამასთან დაკავშირებით სკოლას გადაეცა წარმატების სერთიფიკატი, რომელშიც აღნიშნულია სკოლის მიღწევები. კერძოდ,
ü  სკოლა „ივერონი“ ხუთეულშია რაიონში იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებმაც კინგსის 2019 წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურში დაიმსახურეს დიპლომი;
ü  სკოლა „ივერონი“  საუკეთესო ოცეულშია რაიონში იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებმაც სამ საგანში, კინგსის 2019 წლის გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადების ფინალურ ტურში დაიმსახურეს დიპლომი.
2019 წლის გაზაფხულის სეზონზე, 2018 წლის შემოდგომის სეზონთან  შედარებით, სკოლის საშუალო ქულა „კინგსის“ ოლიმპიადაზე:
v  ქართული ენის ოლიმპიადაზე გაუმჯობესდა 9%-ით
v  ინგლისური ენის ოლიმპიადაზე გაუმჯობესდა 7%-ით
v  მათემატიკის ოლიმპიადაზე გაუმჯობესდა 7%-ით
 
 
2019 წლის  KINGS-ის  გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სერთიფიკატებითა და დიპლომებით.
ესენი არიან:
 
1)     ნათია ირემაშვილი  (II კლ.) - სერთიფიკატი მათემატიკის ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობისათვის;
2)     საბა სვანი  (III კლ.) - დიპლომი მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებული  მონაწილეობისათვის;
3)     სანდრო დარსალია  (III კლ.) - დიპლომი მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებული  მონაწილეობისათვის;
4)     ანასტასია ჩაჩხიანი  (III კლ.) - დიპლომი ინგლისური ენის ოლიმპიადაში წარმატებული  მონაწილეობისათვის;
5)     ნუცა ხორგუაშვილი  (III კლ.) - დიპლომი ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურში წარმატებული  მონაწილეობისათვის.
6)     ივანე მამულაშვილი  (III კლ.) - დიპლომი ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურში წარმატებული  მონაწილეობისათვის.
7)     მარიამ კეკენაძე  (Vკლ.) - დიპლომი ქართული ენის ოლიმპიადაში წარმატებული  მონაწილეობისათვის;   სერთიფიკატი მათემატიკის ოლიმპიადის ფინალურ ტურში წარმატებული  მონაწილეობისათვის;
8)     ქეთევან გობრონიძე  (Vკლ.) - დიპლომი ქართული ენის ოლიმპიადაში წარმატებული  მონაწილეობისათვის;   სერთიფიკატი მათემატიკის ოლიმპიადის ფინალურ ტურში წარმატებული  მონაწილეობისათვის; დიპლომი ინგლისური ენის ოლიმპიადაში წარმატებული  მონაწილეობისათვის;
 
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას!

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

სადამრ. სთ - მავნე ჩვევებთან ბრძოლა   (VII კლ)

სადამრიგებლო საათის ფარგლებში კლასთან შედგა გულწრფელი საუბარი - მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა ჩვევები არის საყურადღებო მათი ასაკის ბავშვებისათვის. როგორც აღნიშნეს, მათ ყოველდღიურად ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა „მაცდუნებელ“ ინფორმაციასთან გამკლავება უწევთ, რაც შესაძლოა მომავალში უარყოფიდად აისახოს მომავალ თაობაზე.
აქედან გამომდინარე, საუბარი შეეხო მოზარდებში ისეთი თვისებების გამომუშავებას, როგორიცაა ნებისყოფა, სიმტკიცე, ფიზიკური სიჯანსაღე და ა.შ.

პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან. 
პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან.