სასწავლო ფოტოები

2025 წლის 20 და 21 მარტს  კერძო სკოლა „ივერონში“ ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ - 2025 წლის საგაზაფხულო სეზონი. ამ თამაშს მოსწავლეები  ყოველთვის დიდი ინტერესით ელიან. ასე იყო ამჯერადაც.

თამაშის პირველ დღეს მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს გადაეცათ დიპლომები, რომლებიც მათ მოიპოვეს შემოდგომის სეზონზე ასპარეზობისათვის. ეს მათთვის ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა და თამაშს კიდევ უფრო მეტი შემართებით შეუდგნენ.

პირველ ასაკობრივ კატეგორიაში:

I ადგილზე გავიდა გუნდი  - „ჯვაროსნები“ (V კლ)

II ადგილზე გავიდა გუნდი  - „ბორჯღალოსნები“ (V კლ)

III ადგილზე გავიდა გუნდი  - „ცეცხლოვანი სტიჩები“ (IV კლ) 

მეორე ასაკობრივ კატეგორიაში:

I ადგილზე გავიდა გუნდი  - „ნოსფერატუსი“ (VII კლ)

II ადგილზე გავიდა გუნდი  - „ბუები“ (VII კლ)

III ადგილზე გავიდა გუნდი  - „ცეცხლოვანი ტვინები“ (VII კლ)

მესამე ასაკობრივ კატეგორიაში:

I ადგილზე გავიდა გუნდი  - „ნიკე“ (XI კლ)

II ადგილზე გავიდა გუნდი  - „დიდგორი“ (XI კლ)

III ადგილზე გავიდა გუნდი  - „ტეტრარქია“ (X კლ)

გამარჯვებული გინდები თამაშს გააგრძელებენ საქალაქო ტურში. ვუსურვებთ მათ წარმატებებს!

მზის ქვეშ უსასრულობამდე გაწოლილი, ოქროსფერგადაკრული ზვრები, მწიფე ყურძნის სურნელი, ქვევრი და ქვევრიდან ახლადამოღებული გრილი ღვინის დამათრობელი არომატი ეს ყველაფერი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. აქ ვაზთან ურთიერთობისა და ღვინის დაყენების უდიდესი ისტორია.

ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია სტუმარ-მასპინძლობაა, რომელიც ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. ვაზს ოდითგანვე საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისთვის. ის სიცოცხლის, ნოყოფიერების სიმბოლოა. ვაზის დეკორატიულმა ელემენტმა ფართოდ ჰპოვა ასახვა საქართველოს ტაძართა ფასადებზე. არქეოლოგიურმა  აღმოჩენებმა დაადასტურეს, რომ ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ძვ.. VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ საქართველოს ტერიტორიაზე არამხოლოდ პირველი კულტურული ვაზი გვხვდება, არამედ ღვინის პირველი ნაშთებიც.

 აღსანიშნავია ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი, რომელსაც 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

აღნიშნულ  თემასთან  დაკავშირებით, მოგზაურთა კლუბის  წევრმა IX კლასის  მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმები: “ -საქართველო ღვინის  სამშობლო” ქართული დოკუმენტალისტიკა - "ვაზში დაკარგულები”.

ფილმის ნახვის  შემდეგ  ვაზის  ჯიშების, მეღვინეობის, ენოტურიზმის, რთველის, ქვევრის  შექმნის და თემასთან დაკავშირებულ  სხვადასხვა   საკითხებზე   მოსწავლეეებთან ერთად    ისაუბრეს და    იმსჯელეს    პედაგოგებმაც (მ.ბექურიძე, მ. დარჩაშვილი, ე. ბუცხრიკიძე).
სასკოლო პროექტის ფარგლებში, VII კლასის მოსწავლეებმა  მოქალაქეობაში წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: „ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა“ (მასწ.: ა. აბუთიძე). მათ მოიპოვეს მრავალფეროვანი და სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც სათანადოდ დაამუშავეს და ძალიან საინტერესოდ წარმოგვიდგინეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი, რომლის ორგანიზატორიც იყოს სკოლის პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი.

დაწყებითი კლასების კათედრაზე ჩატარდა აქტივობა, რომელიც მიეძღვნა ი. გოგებაშვილის იუბილეს - მოსწავლეებმა გადაწერეს ტექსტები „საგანძურიდან“.  შეადგინეს სამადლობელი წერილები და „გაუგზავნეს“ იაკობ გოგებაშვილს.

როგორც წესი, დაწყებითი კლასების მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში და მნიშვნელოვან წარმატებებსაც აღწევენ ამ მხრივ. ამჯერად წარმოგიდგენთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც გასულ სასწავლო წელს მონაწილეობდნენ  KINGS-ისა და „ევერესტის“  ოლიმპიადებში. ესენი არიან:

1.    ანასოფია გულედანი  (III კლ) - სერთიფიკატი - კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული მონაწილე

2.      ელენე ფილფანი  (III კლ) -  სერთიფიკატი - კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული მონაწილე

3.      დავიდ ოთხოზორია (IV კლ) -  სერთიფიკატი - კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის 2024 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული მონაწილე

დემნა ჩაკვეტაძე  (V კლ) -  III ხარისხის დიპლომი - კინგსის ქართული ენის  2024 წლის გაზაფხულის სეზონის წარმატებული მონაწილე; I ხარისხის დიპლომი - კინგსის ინგლისური ენის  2024 წლის გაზაფხულის სეზონის წარმატებული მონაწილე; სერთიფიკატი - მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტის“ მონაწილე;

Facebook