სასწავლო ფოტოები
VII კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ვარდები, რომელიც სკოლამ საჩუქრად მიიღო.

1- „შეგრძნებების აკვარიუმი“  -  მოცემული იყო 7 თევზი, რომელთაგანაც თითოეულს თავისი შეგრძნება/გრძნობა შეესაბამებოდა. ბავშვებს უნდა წარმოედგინათ, რომ აკვარიუმი თავად იყვნენ და ფურცელზე დახატულ აკვარიუმში უნდა ჩაეხატათ ის თევზი, ან თევზები (რაოდენობაში შეზღუდულები არ იყვნენ), რომელი შეგრძნებებიც მიაჩნიათ, რომ მათში ცხოვრობენ.

2- „ემოციების ქილა“ - იმ მომენტში, იმ წუთში რა ემოციასაც გრძნობდნენ მოსწავლეები, იმ ფერად, ან ფერებად (აქაც არ იყვნენ შეზღუდულნი), უნდა გაეფერადებინათ ქილა. "შეგრძნებების აკვარიუმი" - მოსწავლეებმა გადმოსცეს ის, რაც მათში ზოგადად ცხოვრობს, ხოლო "ემოციების ქილა"  - გადმოსცეს იმწუთიერი, იმ მომენტში რას განიცდიდნენ ისინი.

დავალება: გამომხმარი, უსიცოცხლო ხისათვის სულის შთაბერვა.

მოსწავლეებს სხვადასხვა ფერის ფოთლებზე უნდა გაეკეთებინათ ჩანაწერები და ამ ფოთლებით შეემოსათ უსიცოცხლო ხე. კერძოდ,

1. მწვანე ფერის ფოთლებზე უნდა დაეწერათ თავიანთი კარგი თვისებები;

2. ყვითელი ფერის ფოთლებზე - კითხვები, რაც მათ სამყაროს მიმართ აქვთ;

3. წითელი ფერის ფოთლებზე - რაც თავიანთ ცუდ თვისებად მიაჩნიათ;

4. ლურჯი ფერის ფოთლებზე - მათი ოცნებები.

ბოლოს კი ხისთვის უნდა გაეკეთებინათ ფესვები და ფესვებზე დაეწერათ ის ყველაფერი, რაც მათ ცხოვრებაში აძლიერებთ. მუშაობის დროს მოსწავლეებს ჰქონდათ სრული თავისუფლება, შეეძლოთ გამოეყენებინათ ფერადი ფანქრები ან მარკერები და ა.შ.

„მომავალი განათლებაშია! ...“        

 IX კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია "მოლეკულები, რომლებმაც შეცვალეს სამყარო ". პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებს დაენახათ ქიმიური ნაერთების გავლენა ისტორიულ, სოციალურ და პრაქტიკულ ჭრილში - თუ როგორ შეუძლიათ, ერთი შეხედვით უბრალო მოლეკულებს შეცვალონ ცივილიზაციის განვითარება. განხილული იყო მოლეკულები, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში. პენიცილინი, როგორც მედიცინის გადატრიალება, შავი დენთი - ომების სტრატეგიის შეცვლის ერთ-ერთი მძლავრი საშუალება და ბოლოს, დდტ (დუსტი) - მძლავრი პესტიციდი, რომელიც გარემოს დაცვით პრობლემების გააზრებას მისცა ბიძგი. მოლეკულებმა გვამოგზაურეს ქიმიის საიტერესო სამყაროში, იქ, სადაც მეცნიერული აღმოჩენები არა მხოლოდ ლაბორატორიაში, არამედ რეალურ ცხოვრებაში ცვლიან ადამიანის ყოფას, ჯანმრთელობას და გარემოს.
მასწავლებელთა საჭიროებიდან გამომდინარე, სკოლის აკადემიურმა დირექტორმა და სასწავლო ნაწილის გამგემ, საგნობრივ კათედრებთან ჩაატარეს ონლაინ ტრენინგები. აღნიშნული შეხვედრების მიზანი იყო კიდევ ერთხელ გადაგვევლო თვალი მასწავლებელთა პორტფოლიოებისათვის. კიდევ ერთხევ ჩავუღრმავდით სასკოლო კურიკულუმის მნიშვნელობას, შემოქმედებით პროდუქტებსა და შემაჯამებელ დავალებებზე მუშაობას, შევეხეთ რესურსების გამოყენების საკითხებსა და შეფასების რუბრიკებს. ეს შეხვედრა განსაკუთრებით სასარგებლო იყო ჩვენი ახალი მასწავლებლისათვის.
III კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი - სკოლის ეზოს გარკვეულ ტერიტორიაზე თავი მოეყარათ ხის ტოტებისათვის. ეს მათ არაჩვეულებრივად გამოუვიდათ.

Facebook