ხანგრძლივი განშორების შემდეგ, I-VI კლასების მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს!

ეს დღე განსაკუთრებით სასიხარულო იყო ჩვენი პირველკლასელებისათვის.

ვულოცავთ მათ ცოდნის სამყაროში შემობრძანებას! წარმატებებისკენ გადადგმულ პირველ დაუვიწყარ ნაბიჯებს!

2020-2021 სასწავლო წელი უჩვეულოდ  დაიწყო.

ცარიელი საკლასო ოთახები...

ონლაინ გაკვეთილები...

სკოლა „ივერონი“ ულოცავს თავის ერთგულ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს ჯანმრთელობას!

როგორც ცნობილია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ და დაიცვან ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები.

სკოლა „ივერონი“  2020-2021 სასწავლო წელს სრულად მოწესრიგებული ხვდება თავის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს.

გილოცავთ სტუდენტობას!

2019-2020 სასწავლო წელს სკოლა „ივერონი“ დაამთავრა შვიდმა მოსწავლემ.

დღეს ყველა მათგანი სხვადასხვა პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტია. შვიდიდან ხუთმა  მოიპოვა 50%-იანი სახელმწიფო გრანტი. ესენი არიან:

1.     ქებაძე ეკატერინე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ),  ფსიქოლოგიისა და

                                                                                     განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

2.     სხილაძე სალომე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ),   ჰუმანიტარულ

                                                                                                           მეცნიერებათა ფაკულტეტი

3.     ზენაიშვილი გიორგი - კავკასიის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები და

                                                                                                                                     დიპლომატია

4.     შუბითიძე ზურაბ  -  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ბტუ),

                                                                          საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტი

5.    ჭიკაძე გიორგი  -  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ),   ელექტრონული

                                                                                                                 ინჟინერიის ფაკულტეტი

 

გილოცავთ სტუდენტობას! წარმატებები იყოს თქვენი მეგზური! ჩვენ ვამაყობთ და ყოველთვის ვიამაყებთ თქვენით!

alt

სკოლა „ივერონი“ ულოცავს XII კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას!!!

გისურვებთ  სურვილების ასრულებას და წარმატებებით აღსავსე  მომავლის გზას!!!

ჩემო საყვარელო ბავშვებო, მთელი გულით გილოცავთ სკოლის დამთავრებას ძალიან, ძალიან მიყვარხართ! სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რასაც მე დღეს განვიცდი არ ვიცი როგორ მოგეფეროთ, როგორ მოგესიყვარულოთ თქვენ ჩემი პირველი სადამრიგებლო კლასი ხართ - ჩემი პირველი გამოშვება, პირველი სიხარული!  10 წლის მანძილზე თქვენ იყავით ჩემი ყოველდღიური საფიქრალი და საზრუნავი!.. გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, წარმატებას და სურვილების ასრულებას!.. მიყვარხართ და არასდროს დამავიწყდებით!!!  იმედია თქვენც არ დაივიწყებთ სკოლა "ივერონში" გატარებულ წლებსარ დაივიწყებთ ჩვენი სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც ყოველთვის თქვენი გულშემატკივრები დარჩებიან! მადლობა იმ სიყვარულისთვის, რასაც ამ წლების მანძილზე ჩვენ თქვენგან ვგრძნობდით!!!

კლასის დამრიგებელი:   მარინე ბექურიძე

დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ისევე, როგორც მთელი  მსოფლიო, კიდევ ერთხელ თვალნათელია კერძო სკოლა „ივერონის“  პედაგოგების  ერთგულება  საქმისადმი! მომავალი თაობის აღზრდა მართლაც რომ საიმედო ადამიანების ხელშია!

დიდი მადლობა თავდადებისთვის! გულისხმიერებისთვის!  და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - იმ სიყვარულისთვის, რაც თქვენ გაგაჩნიათ  ჩვენი მომავალი თაობის მიმართ!

ძვირფასო პედაგოგებო!!!   პატივცემულო მშობლებო!!!

დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ისევე, როგორც მთელი  მსოფლიო, კიდევ ერთხელ თვალნათელია კერძო სკოლა „ივერონის“  პედაგოგების  ერთგულება  საქმისადმი! მომავალი თაობის აღზრდა მართლაც რომ საიმედო ადამიანების ხელშია!

დიდი მადლობა თავდადებისთვის! გულისხმიერებისთვის!  და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - იმ სიყვარულისთვის, რაც თქვენ გაგაჩნიათ  ჩვენი მომავალი თაობის მიმართ!

Facebook