2019 წლის 15 მარტს შედგა სკოლა „ივერონის მოსწავლეთა თვითმმართველობის პირველი შეკრება, რომელზედაც დასახელდა სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე. ესაა X კლასის მოსწავლე ქ. გოგატიშვილი, რომელმაც ხმათა უმეტესობა მიიღო. ვულოცავთ ქეთის ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წერმატებულ საქმიანობას!
07.03.2019 წ.
2019 წლის
7 მარტს კერძო სკოლა „ივერონში“ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის
მოსწავლეებმა. თვითმმართველობის წევრობაზე შემოსული იყო მთლიანობაში
15 კანდიდატის განცხადება. წარმოგიდგენთ არჩევნებში გამარჯვებულ
მოსწავლეებს კლასების მიხედვით:
VII კლ. - ეკატერინე მერკვილიშვილი
VIII კლ. - გიგი გუტაშვილი
IX კლ. - ლუკა ბერიშვილი
X კლ. - ქეთი გოგატიშვილი
XI კლ. - ეკატერინე ქებაძე
XII კლ. - ლუკა ფალავანდიშვილი
ვულოცავთ ყველას ამ პირველ წარმატებას!მუსიკის გაკვეთილით შთაგონებულმა საბა სვანმა გაკვთილის დასასრულს ასე გამოხატა თავისი ემოცია! (მუსიკის მასწავლებელი: ნანა ჭავჭანიძე)
„ჩვენ გვიყვარს მუსიკა!“ - ასე გამოხატეს მუსიკისადმი სიყვარული IV კლასის მოსწავლეებმა (მუსიკის მასწ.: ნ, ჭავჭანიძე)
სკოლა „ივერონის“ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში. ამის დასტურია ამჯერად რობინსონის საერთაშორისო ასოციაციის მიერ მოწოდებული სერთიფიკატები და დიპლომები, რომლებიც გადაეცათ ჩვენს მოსწავლეებსა და დაწყებითი კლასების პედაგოგს ქ-ნ მარიამ კუბლაშვილს.
2018-2019 სასწავლო წელს რობინსონის ოლიმპიადის წარმატებული მოსწავლეები არიან:
III კლასის მოსწავლე - საბა სვანი;
V კლასის მოსწავლეები - მარიამ კეკენაძე, გიორგი ზურაბიშვილი, ქეთევან გობრონიძე;
VI კლასის მოსწავლე - ელენე დუგლაძე
VII კლასის მოსწავლე - ნინო შარაძე
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატებულ მონაწილეობას ოლიმპიადაში!
15.01.2019
წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს რეკომენდაციით (გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის
მიზნით) 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდება
2019 წლის 18 იანვრის
ჩათვლით.
გაცდენილი დღეების ნაცვლად კი მეცადინეობა ჩატარდება შემდეგი განრიგის შესაბამისად:
09 თებერვალს - სამშაბათის ცხრილით
16 თებერვალს - ოთხშაბათის ცხრილით
23 თებერვალს - ხუთშაბათის ცხრილით
02 მარტს - პარასკევის ცხრილითსკოლა „ივერონის“ მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი და საინტერესო საახალწლო პროგრამა. ბავშვებს საახალწლო განწყობა კიდევ უფრო გაულამაზეს მოწვეულმა სტუმრებმა - სანტა კლაუსმა და ფიფქიამ.