სკოლის დირექცია სრულად მომზადებული ხვდება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს: კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე ჩატარდა სკოლის შენობის სრული დეზინფექცია, დამუშავდა  საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, დერეფნები, სველი წერტილები, ბუფეტი, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია და ა.შ. სასწავლო პროცესის პარალელურად კი მკაცრად გაწერილი გრაფიკის შესაბამისად. სკოლის დამლაგებლის მიერ ჩატარდება  შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები.

2021-2022 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს კვლავ დისტანციურ რეჟიმში მოუხდათ. არსებული ინფორმაციით, მოსწავლეები სკოლის

შენობას დაუბრუნდებიან 04 ოქტომბრიდან.

სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს.

განსაკუთრებით გვინდა მივულოცოთ ეს დღე პირველკლასელებს! 

ვუსურვებთ მათ  ჯანმრთელობას, წარმატებას  და  სასკოლო გარემოში გატარებულ დაუვიწყარ ზღაპრულ დღეებს!

კერძო სკოლა ივერონი    2020-2021 სასწავლო წლის   კურსდამთავრებულებს ულოცავს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიხცვას. ესენი არიან:

გოგატიშვილი ქეთევან (ოქროს მედალოსანი) - კავკასიის უნივერსიტეტი - ბიზნეს-ადმინისტრირება  50 % გრანტი;

გოგოლაძე მარი  -  საქართველოს უნივერსიტეტი (ალასანია) - საერთაშორისო ურთიერთობები;

გურგენიძე საბა  -  სეპ აკადემია, პროგრამირება;

ვარსიმაშვილი თამარ  (ოქროს მედალოსანი)  - ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკა 50% გრანტი;

როსტიაშვილი ნიკოლოზ  -  გრ. რობაქიძის სახ.  უნივერსიტეტი - ბიზნესის მენეჯმენტი;

სარაჯიშვილი ანა  - ილიას სახ. უნივერსიტეტი - ბიზნეს ადმინისტრირება - საბანკო და საფინანსო საქმის განხრა;

წარმატებულ და ბედნიერ სტუდენტობას ვუსურვებთ  ჩვენს ყოფილ მოსწავლეებს!!!

ოთხწლედი  დასრულდა!!!  (დამრ.: მ. ბექურიძე)

05.04.2021

დადგა ნანატრი გაზაფხული!

 ყვავილების სურნელით სავსეა ჩვენი სკოლის ეზო...

ისმის ბავშვების მხიარული შეძახილები...

24.02.2021
თოვლის მოსვლამ მოსწავლეებს  აღტაცება და სიხარული  მოჰგვარა.

ხანგრძლივი განშორების შემდეგ, I-VI კლასების მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს!

ეს დღე განსაკუთრებით სასიხარულო იყო ჩვენი პირველკლასელებისათვის.

ვულოცავთ მათ ცოდნის სამყაროში შემობრძანებას! წარმატებებისკენ გადადგმულ პირველ დაუვიწყარ ნაბიჯებს!

2020-2021 სასწავლო წელი უჩვეულოდ  დაიწყო.

ცარიელი საკლასო ოთახები...

ონლაინ გაკვეთილები...

სკოლა „ივერონი“ ულოცავს თავის ერთგულ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს ჯანმრთელობას!

Facebook