25.02.2019 წ.

მუსიკის გაკვეთილით შთაგონებულმა საბა სვანმა გაკვთილის დასასრულს  ასე გამოხატა თავისი ემოცია!  (მუსიკის მასწავლებელი: ნანა ჭავჭანიძე)
14.02.2019 წ. 

„ჩვენ გვიყვარს მუსიკა!“ - ასე გამოხატეს მუსიკისადმი სიყვარული
IV კლასის მოსწავლეებმა (მუსიკის მასწ.: ნ, ჭავჭანიძე)
05.02.2019 წ. 

II
კლასის მოსწავლეები სააღმზრდელო მეცადინეობაზე. 
25.01.2019 წ.

სკოლა „ივერონის“ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში. ამის დასტურია ამჯერად რობინსონის საერთაშორისო ასოციაციის მიერ მოწოდებული სერთიფიკატები და დიპლომები, რომლებიც გადაეცათ ჩვენს მოსწავლეებსა და დაწყებითი კლასების პედაგოგს ქ-ნ მარიამ კუბლაშვილს.

2018-2019 სასწავლო წელს რობინსონის ოლიმპიადის წარმატებული მოსწავლეები არიან:

 III კლასის მოსწავლე - საბა სვანი;

V კლასის მოსწავლეები - მარიამ კეკენაძე,  გიორგი ზურაბიშვილი, ქეთევან გობრონიძე;

VI კლასის მოსწავლე - ელენე დუგლაძე

VII კლასის მოსწავლე - ნინო შარაძე

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს  წარმატებულ მონაწილეობას ოლიმპიადაში!

15.01.2019 წ. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით (გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით) 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდება 2019 წლის 18 იანვრის 

ჩათვლით.

 

 გაცდენილი დღეების ნაცვლად კი მეცადინეობა ჩატარდება შემდეგი განრიგის შესაბამისად:

 

09  თებერვალს  - სამშაბათის ცხრილით

16  თებერვალს  - ოთხშაბათის ცხრილით

23  თებერვალს  - ხუთშაბათის ცხრილით

02  მარტს  - პარასკევის ცხრილით
27.12.2018 წ. 

სკოლა „ივერონის“  მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი და საინტერესო საახალწლო პროგრამა. ბავშვებს საახალწლო განწყობა კიდევ უფრო გაულამაზეს მოწვეულმა სტუმრებმა - სანტა კლაუსმა და ფიფქიამ.

       24.12.2018 წ.

II
კლასი  (დამრიგებელი: მ. კუბლაშვილი)

13.12.2018 წ.

ჩვენი სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგ ლალი ლამბრიანიძის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს პროექტი „ჩემი საყვარელი მხატვარი". პროექტის მონაწილეებმა გაგვაცნეს მათი რჩეული მხატვრის ბიოგრაფია და შემოქმედება, გაანალიზეს კონკრეტული ჟანრი,ისაუბრეს გამომსახველობით საშუალებებზე. მოსწავლეებმა, აგრეთვე, მოიძიეს ინფორმაცია იმ ისტორიულ პერიოდსა და მოვლენებზე, რომელთაც გავლენა იქონიეს ამა თუ იმ ხელოვანის შემოქმედებაზე.
13.11.2018 წ.

2016-2017 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები ოქროს მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

ცოტნე გვასალია, ანა ღვინიაშვილი და ლადო ათანელიშვილი

Facebook