05.10.2018 წ.

ჩვენო ძვირფასო პედაგოგებო, გულითადად გილოცავთ საერთაშორისოდ დაწესებულ მასწავლებლის პროფესიულ დღეს! გულწრფელად გვინდა მადლიერება გამოვხატოთ იმ შემართების, თავდაუზოგავი შრომისა და ზრუნვისათვის, რასაც თქვენ, ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლის მიმართ, ყოველდღიურად და დაუღალავად გამოხატავთ. ჩვენი შვილების მომავალი ჩვენი საკლასო ოთახებიდან იწყება და ივერონის თითოეული წარმატებული მოსწავლის უკან სწორედ თქვენ დგახართ!!! 
03.10.2018 წ.

სკოლის მოწვევით, ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდნენ ტკივილის მართვის, ხერხემლისა და სახსრების დაავადებების სადიაგნოზო, სამკურნალო და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელი ექიმები. უფასო შემოწმება გაიარეს I-V კლასის მოსწავლეებმა, რის საფუძველზედაც, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ შალვა გაბადაძის მიერ გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები თითოეული მოსწავლის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

02.10.2018 წ.

ქალბატონი ციცო ჯაფარიძე და ბატონი ნუგზარ ფალავანდიშვილი დიდი დიღმის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტის მსვლელობის დროს. 

       28.09.2018 წ. 

ჩვენი პირველკლასელები ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე (მასწავლებელი: ი. როსტიაშვილი)

       27.09.2018.წ.

VI კლასი სააღმზრდელო მეცადინეობის დროს (აღმზრდელი: ლ. კერესელიძე)

II-IV კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე (მასწავლებელი: თამთა აბულაძე)
17.09.2018.წ.

ჩვენო
ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დაე, შემეცნების სიხარულით აღსავსე ეს წელი, წარმატების მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისათვის!
სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს,ვის მეხსიერებაშიც სამუდამოდ აღიბეჭდება ეს საოცარი დღე!!!

დაიწყო მიღება I-XII კლასებში და მოსამზადებელ ჯგუფში

სასიამოვნო სიახლე!

ბიზნეს რეიტინგის კავშირის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ოფიციალური შეტყობინებით, საქართველოს საწარმოების საყოველთაო სახელმწიფო რეიტინგების შემუშავების დასრულების შესახებ 2014-2016 წლების შედეგების მიხედვით, სტატისტიკურირანჟირების შედეგებით კერძო სკოლა „ივერონი“ იმყოფება:

Ø რეიტინგი ოქრო საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით „დასაქმებულთა რაოდენობა“;

 

Ø რეიტინგი ოქრო თბილისის საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით „დასაქმებულთა რაოდენობა“.

Facebook