რამდენიმე დღეა, რაც კერძო სკოლა ,,ივერონის" X კლასის მოსწავლე - ანი ჩიჩუა იყოფება ბაქსვუდის საერთაშორისო ბანაკში. მან ეს საგზური ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატების საფუძველზე (ინგლისური ენა - პედ: მაია ფარცხალაძე) მოიპოვა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ფინალისტია XI კლასის მოსწავლე ცოტნე გვასალია (გოეგრაფია, პედ: ელენე ბუცხრიკიძე), რომელიც ბაქსვუდის ბანაკში ივლისის თვეში გაემგზავრება;
ანი და ცოტნე, გილოცავთ ამ გამარჯვებას და გისურვებთ საინტერესო და შინაარსიან დასვენებას.
2016-2017 სასწავლო წლისთვის კერძო სკოლა „ივერონში" დარეგისტრირებულ I კლასელთა მშობლების საყურადღებოდ!!!
14 ივნისს 11:00 საათზე კლინიკა „M-მედ-22“-ის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ლოგოპედ-ფსიქოლოგი ქალბატონი გულიკო ჩიქოვანი „ივერონის“ მომავალ I კლასელებს ჩაუტარებს სკოლისთვის მზაობის სამედიცინო შემოწმებას.
I კლასელთა მშობლებს ვთხოვთ უზრუნველყონ სკოლაში შვილების დროულად გამოცხადება.
კერძო სკოლა „ივერონს" გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრთან, რომელიც ახორციელებს ლოგოპედურ, ფსიქოლოგიურ და სხვა სახის მომსახურებას.
პრობლემების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლოგოპედუ-ფსიქოლოგ-გულიკო ჩიქოვანს, რომელიც კონსულტაციას გაგიწევთ სწორად განსაზღვროთ თქვენი შვილისათვის საჭირო სპეციალისტი.
ტელეფონი: 571 10 31 22; 2 10 31 22
რეგისტრაციის პროცესი დასრულდება 30 ივნისს