2019 წლის 10 მაისს VII კლასის მოსწავლემ ქეთი ქავთარაძემ გამარჯვება მოიპოვა ბავშვთა და მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსში სახელწოდებით „მე მინდა საქართველო მიცნობდეს“, რომელიც მოეწყო შპს „კრეატივ ივენთის“ ხელმძღვანელობით. სკოლის პარალელურად ქეთი სწავლობს ხელოვნების კოლეჯში ხატვა-ფერწერის განყოფილებაზე (ხელმძღვანელი: ანა ხარაშვილი). 400 მონაწილიდან დაჯილდოვდა 3 მათგანი. ქეთის გადაეცა 2 სიგელი და ფულადი ჯილდო. ერთი სიგელი გადაეცა „კრეატივ ივენთისაგან“, ხოლო მეორე სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირებისაგან, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ქ-ნი ციცო ჯაფარიძე.
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლა „ივერონის“ ბიბლიოთეკის გამგის ქ-ნ ლამარა თოდრიას ინიციატივით, მოეწყო პოეტი-მებაღის შემოქმედების გაცნობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ VII, VIII, X, XI კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები. ჩვენი სკოლის პედაგოგი ბრძანდება მებაღის დედა - ქ-ნი თამარ ლორთქიფანიძე, რომელმაც გაიხსნა საინტერსო ეპიზოდები პოეტის ცხოვრებიდან და ისაუბრა მის უახლოეს სამომავლო გეგმებზე.
წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ფილმმა, რომელიც ეფუძნება მებაღის პოეზიას და მის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს(ლექსებს კითხულობს მსახიობი მურმან ჯინორია).
ქ-ნ თამარს მადლობა გადაუხადეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქ-ნმა თინა ჩხეიძემ, სკოლის პედაგოგ-ორგანიზატორმა ქ-ნმა ლალი ლამბრიანიძემ და ღონისძიების ორგანიზატორმა ქ-ნმა ლამარა თოდრიამ.
სასწავლო დღის დასრულების შემდეგ ქ-ნა თამარმა X-XI კლასების მოსწავლეებს აჩვენა მებაღის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს შესასვლელში მოწყობილი ბიბლიოთეკა, რომლის შექმნის იდეა ეკუთვნის პოეტ-მებაღეს.KINGS-ის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისათვის ჩვენი სკოლის III, V და VI კლასების მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები და დიპლომები:
საბა სვანი - მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისათვის გადაეცა დიპლომი (საგნის მასწავლებელი ლალი ჯოხაძე)
მარიამ კეკენაძე - მათემატიკის ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობისათვის გადაეცა სერთიფიკატი (საგნის მასწავლებელი ციალა სოხაძე), ხოლო ქართული ენის ტურში მონაწილეობისათვის გადაეცა დიპლომი (საგნის მასწავლებელი ნინო თოდუა)
მარიამ კვირიკაშვილი - ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობისათვის გადაეცა სერთიფიკატი (საგნის მასწავლებელი მაია ფარცხალაძე)2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ.
დაუნის სინდრომი არის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებითი ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი.
ამ დღის აღსანიშნავად 21 მარტი შერჩეული იქნა შემდეგი მიზეზით: 21 არის სიმბოლო 21-ე ქრომოსომისა, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე კი სიმბოლოა ტრისომიული მოვლენის.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებებისა და უფლებების დაცვა.