გაკვეთილის თემა: „ოქსიდების გამოყენება, ლალის ქვა და ლალის ქვის სიმბოლიკა ქართულ პოეზიაში“ (მასწავლებლები: ი. ალფაიძე (ქართული) და თ. ბაკაშვილი (ქიმია))
X კლასის მოსწავლეებმა მოქალაქეობის გაკვეთილი მიუძღვნეს საქართველოს კათოლიკოს-პარიარქის ილია II-ის გახსენებას (მასწ.: ნ. გოგუა). კლასმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია თემაზე „ჩვენი პატრიარქი“. მათ ისაუბრეს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო ფაქტებისა და შემოქმედების (საგალობლებისა და ხატწერის) შესახებ. აგრეთვე ისაუბრეს მის ღვაწლზე, რომელიც მან საქართველოსათვის გასწია.
პრეზენტაცია დაასრულეს ლექსით, რომელიც პატრიარქმა ანდერძად დაგვიტოვა - „ყველაფერი კარგად იქნება" .ხელოვნების მოყვარულთა კლუბში IX და XI კლასების მოსწავლეები გაეცვნენ მსახიობ ზინა კვერენჩხილაძის შემოქმედებას. მათ იხილეს დოკუმენტური ფილმი და იხილეს მისი შესრულებული როლები (ფრაგმენტები სპექტაკლებიდან).
როგორც ცნობილია, „ქართული თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი, ზინა კვერენჩხილაძე განსაკუთრებული ხმის ტემბრით, მეტყველებითა და ტრაგიკული არტისტიზმით გამოირჩეოდა. რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, მხატვრული სიტყვის ოსტატი, თეტრალური უნივერისტეტის პედაგოგი, დოცენტი. ავტორია წიგნის "ჩემი ანტიგონე", გადაღებულია არაერთ ფილმშიც, "დათა თუთაშხიაში" მონაზვნის როლი შეასრულა, ბოლო წლებში კი მისი ცხოვრება სწორედ ამ გზით წავიდა... განსაკუთრებულად ჰყვარებია სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი, სადაც იქაურ დედებთან ახლო ურთიერთობა 2005 წლიდან ჩამოუყალიბდა. ოცნებობდა, სამთავროს მონასტრის ახლოს, ერთი ოთახი ჰქონოდა, ეს რომ დედებმა გაიგეს, საცხოვრებლად მონასტერში მიიწვიეს. თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მონასტრის შინაგანაწესით ნაკლებად იზღუდებოდა, თუმცა ბუნებრივად მოახერხა შერწყმოდა მისთვის უჩვეულო გარემოს და მოთხოვნებს, რომელიც მონასტერში არსებობს. სამთავროში ცხოვრებას თან ახლდა მისი უხილავი შინაგანი მზადებაც, რომ გადაწყვეტილება მიეღო - საბოლოოდ მონასტერში დარჩენილიყო და მონაზვნად აღკვეცილიყო... მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა, 79 წლისა გარდაიცვალა. დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, რითაც მისი სურვილი შეუსრულებელი არ დარჩენილა...“წიგნის მოყვარულთა კლუბის წევრებმა სასკოლო პროექტის ფარგლებში (თემა - „ჩვენი საგანძური“), იხილეს დოკუმენტური ფილმი „ადგილი, სადაც ილია მეორემ ბავშვობა გაატარა“. ეს ადგილია მცხეთის სამთავროს მონასტერი, რომელიც XI ს-ის პირველი ნახევრის საეპისკოპოს ტაძარს წარმოადგენს. ის აგებულია მეფე მირიანის მიერ აშენებული ტაძრის ადგილზე, რომელიც ბევრი ჩვენთაგანისათვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. ფილმში მოთხრობილია საინტერესო ფაქტები ილია II -ს ბავშვობისა და ცხოვრების მომდევნო პერიოდის შესახებ. როგორც ცნობილია, სამთავროს მონასტრის ეზოში საეკლესიო პირების გვერდით დაკრძალულნი არიან საერო პირებიც. მათ შორის არიან: მწერალი და კინორეჟისორი - გოდერძი ჩოხელი, მსახიობი - ზინაიდა კვერენჩხილაძე, პოეტი - მორის ფოცხიშვილი და მწერალი - ლევან გოთუა.
საერო პირები ეკლესიის ეზოში იკრძალებიან კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II კურთხევით...
მოსწავლეებმა ასევე იხილეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გოდერძი ჩოხელის შესახებ. იმ სოფელში, სადაც დაიბადა და გაიზარდა გოდერძი ჩოხელი, სკოლის შენობის ადგილას გაკეთდა მისი სახლ-მუზეუმი.
როგორც ცნობილია, გოდერძი ჩოხელი არის „მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, ადამიანი, რომლის ნაწარმოებები და ფილმები ერთ მთლიანობას ქმნის და სიკეთისა და მშვენიერების ნიმუშია. როგორც იხსენებდა, კინოთი მაშინვე მოიწამლა, როცა პირველად მესამეკლასელმა მშობლიურ სოფელში ეკრანიდან თავისი სახელი გაიგონა - "გოდერძი, შვილო!" (ფილმიდან "ჯარისკაცის მამა"). კინოს სიყვარულმა თეატრალურ ინსტიტუტში მიიყვანა და მაშინვე გავრცელდა ამბავი, რომ მთიდან პატარა "ვაჟა-ფშაველა" ჩამოსულა და გამოცდაზე ფილმის გარჩევას ლექსად წერსო... პირველი გრან-პრი საკურსო ნამუშევარმა "ადგილის დედამ" მოუტანა. მოგვიანებით იყო "ვერცხლის ნიმფა" ფილმისათვის "ცოდვის შვილები". იმავე წელს მიიღო იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი, პრიზები საუკეთესო სცენარისა და რეჟისურისათვის. გრან-პრი ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" - ფილმისთვის "სამოთხის გვრიტები". 1998 წელს "ლუკას სახარება" საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოეს. ყველა კინოსურათი თუ მოთხრობა მის მშობლიურ მხარეს, - გუდამაყარს ეძღვნება. ნაწარმოებებში ერთდროულად იგრძნობა სევდა და სიცოცხლის სიყვარული. "სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა," - წერდა ის... გოდერძი ჩოხელი სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში მიაბარეს მიწას...“















