სკოლა ყოველწლიურად ახდენს მაკულატურის ჩაბარებას, რომელსაც თავს უყრის სასწავლო წლის დასაწყისიდანვე. ამჯერად სკოლამ შეაგროვა 250 კგ მაკულატურა და ამით საშუალოდ 4 ზრდასრული ხე გადაარჩენა.
გარდა ხეების გადარჩენისა, 250 კგ ქაღალდის გადამუშავება ასევე ზოგავს სხვა მნიშვნელოვან რესურსებს:
- წყალი: დაახლოებით 6,750 ლიტრი.
- ენერგია: დაახლოებით 1,000 კილოვატ-საათი ელექტროენერგია.
- გამონაბოლქვი: თავიდან აგაცილებთ დაახლოებით 0.75 კუბური მეტრის ატმოსფეროში მოხვედრას.
აქტივობა განხორციელდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში.
50. ჩვენ ვზრუნავთ ბუნების სილამაზეზე (VII კლ)
VII კლასის მოსწავლეების მიერ შემოდგომაზე დარგულმა ვარდების ნერგებმა გაიხარეს და ჩვენი მოსწავლეებიც გაახარეს (დამრ: ი. გარსენიშვილი).22 აპრილს 190-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება დედამიწის დღე.
ეს არის თარიღი, რომელიც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს აერთიანებს პლანეტის ეკოლოგიურ კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის. ამ დღის აღნიშვნა იწყება 1970 წლიდან და ერთ მთავარ იდეას გვახსენებს: დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი დაცვა ჩვენს ხელშია.
ამ დღის აღსანიშნავად, X კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის პედაგოგ ე. ბუცხრიკიძის ხელმძღვანელობით შეიმუშავეს და წარადგინეს „კონცეფცია მდგრადი ტურიზმის განვითარების შესახებ საქართველოში“.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს კონცეფციის მთავარი არსი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: საქართველო გახდეს მსოფლიოში გამორჩეული „მწვანე“ ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი და თუ ამ სიმდიდრეს ჭკვიანურად გამოვიყენებთ, საქართველო იქნება ეკონომიკურად ძლიერი, ეკოლოგიურად სუფთა და კულტურულად ამაყი სახელმწიფო.















