image
image
image
image
image
სიახლეები
გავუფრთხილდეთ დედამიწას!
დედამიწის დღეს მიუძღვნეს თავიანთი ნამუშევრები ჩვენმა II კლასის მოსწავლეებმა (დამრ: ლ. ჯოხაძე)
22 აპრილი - დედამიწის დღეა!
დედამიწის დღესთან დაკავშირებით III კლასის მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო ნახატები და II კლასთან ერთად იხალისეს ბუნებაში (დამრ.: მ. კუბლაშვილი). 
„ასო ასო ვხატავთ ანბანს...“
აქტივობა ეძღვნება დედა ენის დღეს  (I კლ. - დამრიგებელი: მ. კუბლაშვილი).
"ქართული მარტო ენაა?"
დედა ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა სახელწოდებით - "ქართული მარტო ენაა?" ბავშვებმა ლამაზი კალიგრაფიით მოხატეს მუხრან მაჭავარიანის ლექსის თითოეული ასო  (III კლ. - დამრიგებელი: მ. კუბლაშვილი).
ყვარლის 4-დღიან ბანაკში

ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა - გვანცა კიკალიშვილმა და ანასტასია გიორხელიძემ მონაწილეობა მიიღეს კონკურსში თემაზე “საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა”.  მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები მითითებულ თემაზე და მოხვდნენ შერჩეულ მონაწილეთა შორის. პრიზის სახით მათ მიიღეს 4-დღიანი დასვენება ბანაკში, ყვარლის ტბაზე.

ბანაკში წარმოდგენილი იყო საინტერესო პროგრამა, ჩატარდა არაერთი შემეცნებითი აქტივობა, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი მოსწავლეები. მათ შორის იყო პროექტების მომზადება სხვადასხვა თემაზე, სიტყვით გამოსვლა და აუდიტორიისათვის საკუთარი იდეების წარდგენა და ა.შ

აი რას წერს ერთ-ერთი გამარჯვებული ბანაკში გატარებულ დღეებთან დაკავშირებით:

„ბანაკის თითოეული დღე სავსე იყო საინტერესო ლექციებითა და სესიებით, სახალისო აქტიობებით, პრეზენტაციებით, საჯარო გამოსვლებითა და ჯგუფური დავალებებით. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ამ გამოცდილებას მე და ჩემი კლასელი ერთად ვიზიარებდით, რამაც ბანაკი კიდევ უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გახადა. ბანაკი დამეხმარა პიროვნულ ზრდაში, გავხდი უფრო თავდაჯერებული, აქტიური, კომუნიკაბელური და მოტივირებული. ბოლო დღეს მიღებული სერთიფიკატი ჩემთვის უბრალოდ ჯილდო არ ყოფილა. ის იყო იმ შრომის ნაყოფი, რომელიც მე ამ ოთხი დღის განმავლობაში გავიღე.

„სჯობს სცადო და დამარცხე, ვიდრე საერთოდ არ სცადო!“ - ამ დევიზმა მაცდევინა და ნაცვლად მარცხისა, გამარჯვება მაგემა.“
კერძო სკოლა „ივერონის“ XI კლასის მოსწავლე: გვანცა კიკალიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.