ოჯახური ღირებულებების გაძლიერებასთან დაკავშირებით, სკოლაში პირველად ჩატარდა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი თემაზე - „ჩემი ოჯახი - ჩემი თვალით დანახული სამყარო“. აქტივობა მიეძღვნა 17 მაისს - ოჯახის სიწმინდის დღეს. მასში მონაწილეობა მიიღეს დაწყებით კლასების მოსწავლეებმა. მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს არაჩვეულებრივი ნამუშევრები, რომლებშიც ასახულია ერთი, ორი, სამი და ოთხშვილიანი ბედნიერი ოჯახები, ოჯახური სითბოთი, სიყვარულით, ერთიანობითა და სიმტკიცით.
შიდასასკოლო გამოფენა-კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა V კლასის მოსწავლის ნია დუმბაძის ნამუშევარი „ჩემი ოჯახი“. კონკურსის ყველა მოსწავლეს გადაეცემა შესაბამისი სიგელი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბავშვებმა საქართველოს დროშები გააფერადეს. მათ ისაუბრეს სამშობლოზე, თავისუფლებასა და საქართველოს სილამაზეზე. აქტივობა ხალისიან და საზეიმო გარემოში ჩატარდა. ბავშვებმა სიხარულით გამოხატეს სიყვარული საკუთარი ქვეყნის მიმარ
(IV კლ - დამრიგებელი: ლ. კუკავა)გილოცავთ საქართველოს დაოუკიდებლობის დღეს! თავისუფალ, ძლიერ, ბედნიერ საქართველოში გეცხოვროთ ჩვენო პატარებო! აგვსრულებოდეთ ყველა ის სურვილი, რაც დღეს თქვენს ნამუშევრებს წააწერეთ!
(III კლ- დამრიგებელი: მ. კუბლაშვილი)
VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო თეატრალური დადგმები ინგლისურ ენაზე (ინგლისური ენის მასწ.: თ. ჩაფიჩაძე).
პროგრამა მოიცავდა სიმღერებს, ცეკვებს, იგავ-არაკებსა და სხვადასხვა შემოქმედებით ნომერს. მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით იმუშავეს - მათ შეძლეს ინგლისურ ენაზე საკუთარი შესაძლებლობების, შემოქმედებითობისა და გუნდური მუშაობის შესანიშნავად წარმოჩენა. ღონისძიებამ ძალიან თბილ და პოზიტიურ გარემოში ჩაიარა და მაყურებლისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებულ გამოსვლას. მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ჩრთულობისათვის, მათ მშობლებს - მხარდაჭერისათვის! ჩვენს ახალბედა თიკო მასწავლებელს კი ვუსურვებთ ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას!
კერძო სკოლა „ივერონი“ ულოცავს XII კლასის მოსავლეებს სკოლის დამთავრებას!!! (დამრ,: ლ. ლამბრიანიძე).
ჩვენო ძვირფასებო! გისურვებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ცხოვრების ახალ სარბიელზე მწვერვალების დაპყრობას!!!
















