image
image
image
image
image
სიახლეები
პრეზენტაცია მათემატიკაში (X კლ)
თემა:  „ოქროს კვეთა“   (მასწ.: დ. დვალიშვილი)
პრეზენტაცია ბიოლოგიაში (XI კლ)

თემა:  „საქართველო - ვაზისა და ღვინის სამშობლო“  (მასწ.: ნ. ღამბაშიძე)

პრეზენტაცია ჩატარდა სასკოლო პროექტის „ჩვენი საგანძური“ ფარგლებში.

ინტეგრირებული გაკვეთილი: ქართული ენა და ლიტერატურა და საქართველოს ისტორია       (X კლ)

2026 წლის 2 ივნისს X კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ისტორიული და ეთნოგრაფიული შტრიხები აგიოგრაფიულ ნაწარმოებებში ('შუშანიკის წამება", "აბო თბილელის წამება", "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" -). (ქართული ენა და ლიტერატურა (მასწ: ი. ალფაიძე) და საქართველოს ისტორია (მასწ.: ი.გარსენიშვილი))

მოსწავლეებმა ისაუბრეს ისტორიული წყაროების მრავალფეროვნებაზე, ყურადღება გაამახვილეს დასახელებულ ლიტერატურულ ძეგლებზე, გამოკვეთეს მათი ისტორიული და ეთნოგრაფიული ღირებულებები. გაკვეთილის მსვლელობისას მოჰყავდათ შესაბამისი ისტორიული და ეთნოგრაფიული მასალა (ასახელებდნენ ფაქტებს) აგიოგრაფიული ნაწარმოებებიდან.

სიგელების გადაცემა
2026 წლის 17 მაისს სკოლა „ივერონში“ ჩატარდა გამოფენა-კონკურსი სახელწოდებით - „ჩემი ოჯახი“, რომელიც მიეძღვნა ოჯახის სიწმინდის დღეს. ამასთან დაკავშირებით დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შექმნეს არაერთი არაჩვეულებრივი ნამუშევარი. კონკურსის მოთხოვნების შესაბამისად დასახელდა გამორჩეული ნახატი, რომელის ავტორსაც გადაეცა შესაბამისი სიგელი. მასთან ერთად სიგელები გადაეცათ გამოფენა-კონკურსში მონაწილე ყველა პატარა მხატვარს (მასწ.: მ. დავითაშვილი). 
გაზაფხულის ზეიმი    (III კლ)
III კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს გაზაფხულისადმი მიძღვნილი ლამაზი და შთამბეჭდავი ღონისძიება (დამრ.: მ. კუბლაშვილ). პატარებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, რომელიც გაზაფხულის სილამაზესა და სიცოცხლის განახლებას ეძღვნებოდა. ღონისძიებას განსაკუთრებული ემოცია შემატა ქართულმა ფოლკლორულმა და საბავშვო სიმღერებმა და გოგონების მიერ შესრულებულმა ყვავილების ცეკვამ.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.