ქართულ ენასა და ლიტერატურაში ი. გოგებაშვილის ნაწარმოების - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ -ს შესწავლის შემდეგ, სკოლის ბიბლიოთეკაში შედგა ქართული მხატვრული ფილმის - „იავნანას“ ჩვენება (მასწ.: ე. კაციტაძე). V კლასის მოსწავლეებმა ფილმის ნახვის შემდეგ იმსჯელეს ფილმის შინაარსსა და იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების შინაარსს შორის მსგავსება-განსხვავების შესახებ.
ჩვენების დროს ყურადღება გამახვილდა ფილმის მუსიკალურ ფონზე, რომლიც უდიდეს ზემოქმედებას ახდენს მაყურებელზე და ხაზს უსვამს პერსონაჟთა განცდებს.
სასკოლო პროექტის ფარგლებში (კულტურული მემკვიდრეობა - ,,ჩვენი საგანძური") V კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინტეგრირებული პრეზენტაცია თემაზე: ,,ხელოსნობა საქართველოში" (ქართული ენა და ლიტერატურა - მასწ.: ე. კაციტაძე); ,,ხელოსნობა აჭარაში" (ჩვენი საქართვრლო - მასწ.: ა.ჯოხაძე). პრეზენტაცია გამდიდრებული იყო საინტერესო და მრავალფეროვანი ფოტომასალით.
დეკანოზმა მამა ირაკლი დუმბაძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და სკოლას ასეთი საინტერსო ღონისძიებისათვის და მოუწოდა მოსწავლეებს გულმოდგინედ ისწავლონ, დაემარჩილონ მშობლებს და უფროსებს, პირადი კავშირი ჰქონდეთ ღმერთთან და ილოცონ ღვთისმშობლის ტროპარი „მოწყალებისა კარი განგვიღე...“ მან თითოეულ მონაწილეს უსახსოვრა ათონის მთის ღვთისმშობლის ხატის ასლი „ზეთის განმამრავლებელი“ და „შვიდგზის ლოცვების“ პატარა კრებული.
მოსწავლეებმა შეასრულეს შემოქმედებითი წერითი აქტივობა - „წერილი ფეფოს“ (დამრ.: ლ. კუკავა).
აქტივობის მიზანი იყო წერილის სტრუქტურის გაცნობა და წერის კულტურის განვითარება. ბავშვებმა მათ მიერ გაცნობილ პერსონაჟს — ფეფოს — მისწერეს წერილი, სადაც გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება, ემოციები და შთაბეჭდილებები. წერის პროცესში მოსწავლეებმა გაითვალისწინეს წერილის ძირითადი ელემენტები: მიმართვა, მისალმება, პატივისცემის გამოხატვა და დამშვიდობება. მათ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბეს მარტივი წინადადებები, სწორად გამოიყენეს მიმართვის ფორმა და წერილის ბოლოს თავაზიანი დამშვიდობება.
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში წერითი კომუნიკაციის უნარის განვითარებას, აზრის ჩამოყალიბებასა და ტექსტის სტრუქტურის გააზრებას. ასევე გაძლიერდა მათი შემოქმედებითი აზროვნება და ინტერესიც პერსონაჟების მიმართ.
















