ღონისძიება სახელწოდებით-"მათემატიკა სცენაზე", მიზნად ისახავდა მოსწავლეთა დაინტერესებას მათემატიკით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ე.წ. "ოინები"-მათემატიკური გამოთვლებით ჩაფიქრებული რიცხვის გამოცნობა, ჯიბეში დამალული ნივთების ამოცნობა და ა.შ. ვფიქრობთ, ასეთი წარმოდგენებით ბავშვები სხვა კუთხით დაინახავენ მათემატიკას და ეს საგანი უფრო მიმზიდველი გახდება მათთვის. ასევე წარმოდგენილი იყო პიესა, სადაც მათემატიკის გაკვეთილის ინსცნირება მოხდა: მოსწავლეები ცდილობდნენ თავი მოეჩვენებინათ მასწავლებლისთვის, რომ მომზადებული ჰქონდათ გაკვეთილი, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. ბოლოს ერთ-ერთი მოსწავლე მათ დაარწმუნებს, რომ მათემატიკა ძალიან მნიშვნელოვანი საგანია და აუცილებელია სისტემატიური მუშაობა და მეცადინეობა.
პიესამ და ზოგადად ღონისძიებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პატარა მაყურებლებზე (I, II, III კლასები). პირველკლასელებმა უმალვე გამოთქვეს სურვილი ჩართულიყვნენ მათემატიკურ „ოინებში“ და დახმარება გაეწიათ მონაწილე მოსწავლეებისათვის.
საჭიროა ყველა მოსწავლემ გაიაზროს, თუ რამდენად აუცილებელია მათემატიკის სწავლა და როგორ დაეხმარებათ მათ ეს ცოდნა არა მარტო სკოლაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.IV კლასის მოსწავლეებმა (დამრ.: ლალი ჯოხაძე) სოფელ ვარიანში მოინახულეს იკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი.
დაავადებათა
კონტროლისა
და
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
ეროვნული
ცენტრის მიერ
ჩატარდა
კვლევა, რომელსაც
ცენტრი
ახორციელებს
საქართველოს
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვისა
და
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროებთან
თანამშრომლობით.
კვლევის სახელწოდებაა „ალკოჰოლის,
თამბაქოსა
და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა (ESPAD -
European School Survey Project on Alcohol and Other
Drugs)“.
ზემოთ აღნიშნული კვლევა საქართველოში ტარდება მესამედ (ჩატარებულია 2015 და 2019 წლებში). მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ყოვლისმომცველი და შედარებადი მონაცემების შეგროვება საქართველოში, 2008 წელს დაბადებული სკოლის მოსწავლეების მიერ სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ.
კვლევა ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ჩვენი სკოლა ამ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით.
ვინაიდან კვლევაში მონაწილე მოსწავლეები არიან არასრულწლოვნები, მშობლებისაგან მივიღეთ ინფორმირებული თანხმობა კვლევაში მათი შვილის ჩართვასთან დაკავშირებით.















