image
image
image
image
image
სიახლეები
ოქროსფერი შემოდგომა   (I კლ)
  პირველი კლასის მოსწავლეთა ჩანახატები მუსიკის გაკვეთილზე ...
წიგნის პრეზენტაცია...  (მ. თევზაძე)

სკოლა „ივერონის“ ძვირფას პედაგოგს, არაჩვეულებრივ ადამიანსა და თეატრალური ხელოვნების უნიჭიერეს ქომაგს - მანანა თევზაძეს ვულოცავთ მორიგი წიგნის პრეზენტაციას!

„რუსთაველის თეატრის შენობის ისტორიისათვის...“ ასე ეწოდება ისტორიული მნიშვნელობის კრებულს, რომელშიც თავმოყრილია საინტერესო მასალა თეატრის შენობის აგებიდან, მისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებამდე.

„ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს“...  ქ-ნი მანანა ამ სიტყვებით გვიღებს რუსთაველის თეატრის ისტორიის კარიბჭეს...

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქ-ნ მანანას მეორე წიგნიც - „დრო... და სივრცე...   ირაკლი გამრეკელი“. წიგნი გამოიცა 2019 წელს და ეძღვნება ამ უდიდესი მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

პრეზენტაცია შედგა რუსთაველის თეატრში, რომელსაც ესწრებოდნენ თეატრალური ხელოვნების არაერთი ცნობილი მოღვაწე, ქ-ნი მანანას გულშემატკივრები, მეგობრები,  მეუღლე - ცნობილი მხატვარი ბ-ნი მალხაზ კუხაშვილი და ქალიშვილი ნინიკო, რომელიც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია.
ეგზოტიკური ფრინველები  (II კლ)
ეგზოტიკურ ფრივნელთა გალობა ფრანგი კომპოზიტორის - ოლივიე მესიანის შთაგონების წყაროა. მუსიკის გაკვეთილზე  „ეგზოტიკური ფრინველების“ მოსმენის დროს, ჩვენმა II კლასის მოსწავლეებმა თავისი წარმოდგენით ფრინველების ასეთი  ჩანახატები გააკეთეს.
თამუნა  მასწავლებელი...
პირველი კლასის მოსწავლის მიერ დანახული კლასის დამრიგებელი ქ-ნი თამარ ჩაჩუა
მუსიკის გაკვეთილზე (I კლასი)
ჩვენმა პატარებმა ასე საინტერსოდ ასეხეს მუსიკის გაკვეთილზე ნორვეგიელი კომპოზიტორის - ე. გრიგის საორკესტრო ნაწარმოების „პერ გიუნტის“ – „დილას“ მოსმენით მიღებული მუსიკალური შთაბეჭდილება.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.