image
image
image
image
image
სიახლეები
სასკოლო პროექტის დახურვა - სიგელების გადაცემა!
სასკოლო პროექტის - "ეკოლოგიური პრობლემები" - ფარგლებში აქტიურად ჩართულ I-XI კლასებს გადაეცათ წამახალისებელი სიგელები. სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს და შესაბამისი საგნების მასწავლებლებს პროექტში ჩართულობისათვის!
კვირეულის დახურვა

„გაუფრთხილდი დედამიწას!“  - ასფალტზე ხატვა     (I-IV კლ)

სიგელების გადაცემა

/სკოლის დირექცია/

 

2022 წლის  26 აპრილს სკოლა  „ივერონში“ დასრულდა დედამიწის საეთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სასკოლო პროექტის კვირეული  სახელწოდებით -  „ეკოლოგიური პრობლემები“.

კვირეულის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა  18 აქტივობა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება,  რუსული ენა, ისტორია, გეოგრაფია, მე და საზოგადოება, მოქალაქეობა/სამოქალაქო განათლება, ქიმია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. მონაწილეობა მიიღეს I-XI კლასების მოსწავლეებმა.

ყველა კლასი და ყველა მოსწავლე დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა  პროექტზე მუშაობას. მათ  ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეკოლოგიური პრობლემები ნათლად წარმოეჩინათ და გაეცნობიერებინათ. მოსწავლეებს რა თქმა უნდა გვერდში ედგნენ საგნის მასწავლებლები.

სკოლა „ივერონი“ მადლობას უხდის ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა  და სკოლის დირექციას გაწეული საქმიანობისათვის, დახმარებისათვის და რაც მთავარია, იმ პრობლემის შეხსენებისათვის. რასაც ეკოლოგიური პრობლემა ჰქვია. 

სასკოლო პროექტს „ეკოლოგიური პრობლემები“  რა თქმა უნდა უკვალოდ არ ჩაუვლია. განსაკუთრებით დასაფასებელია ის, რომ   ჩვენმა მოსწავლეებმა შეაგროვეს 300 კგ-მდე მაკულატურა და მისი ჩაბარებით მიღებული წიგნები საჩუქრად გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას, ხოლო პროექტის დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში,  მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა    ყვავილებით  გაალამაზეს სკოლის ეზო. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა კი თავისი ნამუშევრებით კიდევ ერთხელ  შეგვახსენეს, რომ დედამიწას გაფრთხილება უნდა!

მცენარეების დარგვა სკოლის ეზოში. (V კლ)
2022 წლის 21 აპრილიდან სკოლა "ივერონის" მოსწავლეებმა დაიწყეს სკოლის ეზოში მცენარეთა დარგვა. აქტივობა განხორციელდა სასკოლო პროექტის ფარგლებში, რომელიც ეძღვნება დედამიწის საერთაშორისო დღეს. მე-5 კლასის წამოწყებას ეტაპობრივად შეუერთდებიან სხვა კლასები.
ომი და ეკოლოგია  (IX კლ)

ომი - უდიდესი ტრაგედიაა არა მარტო მონაწილე ქვეყნებისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. უამრავი შეწყვეტილი სიცოცხლე - მებრძოლები, მოხუცები, ქალები, ბავშვები; დანგრეული და განადგურებული ქალაქები, სოფლები და ვინ მოთვლის კიდევ რა...

ომის დროს რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს ეკოლოგიურ პრობლემებზე. 

             ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის ჩატარება იწვევს გარემოს განადგურებას. მაგალითად, მაღლა ასაფეთქებელმა იარაღმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს როგორც სახმელეთო საფარს, ისე ტყეებისა და მინდვრების მაცხოვრებლებს. მტრის დასამარცხებლად უმარტივესი გავრცელებული მეთოდია წყლის მოწამვლა და ხანძარი. ომში ტყეები მიზანშეწონილად ნადგურდება, რადგან ტყეები ნებისმიერ დროს ემსახურებოდა უსაფრთხო თავშესაფარს ჯარისათვის, რომლებიც პარტიზანულ ომს აწარმოებდნენ. ყველა ომის დროს განადგურდა ტყეები. შედეგად, ეს მიწები უმეტესწილად უდაბნოდ გადაიქცა. ამის კონკრეტული მაგალითია 1964—1975 წლებში მიმდინარე ვიეტნამის ომი.

         ატომური იარაღის გამოყენების პოტენციური შედეგი იქნება ხანძრები, ბირთვული ზამთარი, შეიცვლება კლიმატი, ატმოსფეროში გაიფანტება ჭვარტლი, რომელიც დედამიწას მზის სინათლეს დაუფარავს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბირთვული ზამთარი მკვეთრად შეცვლიდა ოკეანეებს და სავარაუდოდ, გაანადგურებდა მარჯნის რიფებსა და საზღვაო ეკოსისტემას.

         კიდევ ერთი მიზეზი არის უზარმაზარი სამარხები, რომლებიც დიდი ბრძოლის ადგილებზეა დარჩენილი. როდესაც ცხედრები იშლება, იქმნება შხამები, რომლებიც წვიმების  ან მიწისქვეშა  წყლით შედიან წყლის ობიექტებში. ეს შხამები ასევე ანადგურებენ ცხოველებს სამარხის ადგილზე. ამის მაგალითია 1380 წელს კულიკოვოს მინდორზე მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაღუპული 120 ათასი  მებრძოლის სამარხი.

    თუმცა, ქიმიური და ატომური იარაღის გამოყენების გარეშეც შეიძლება  დიდი ზიანი მიაყენოს ომმა ბუნებას. XIV საუკუნეში საქართველოში თემურ-ლენგის ლაშქრობებმა გამოუსწორებელი ზარალი მიაყენა საქართველოს: თემურ-ლენგის ბრძანებით გაიჩეხა ვენახები, ქერქი გააძრეს ხეებს: განსაკუთრებით თუთის ხეები  გააჩანაგეს და აბრეშუმის ჭიას საკვები მოუსპეს.

       არც ანტიკური სამყარო ყოფილა გამონაკლისი. რომაელებს ბუნების განადგურებაში დიდი გამოცდილება ჰქონდათ, მაგალითად: ძვ. წ.-აღ 149-146 წლებში მიმდინარე III  პუნიკურ ომში გამარჯვებულმა რომაელებმა კართაგენის ტერიტორია გადახნეს და ნაყოფიერ მიწაზე მარილი მოაყარეს. ეს მიწები უვარგისად იქცა არა მხოლოდ სოფლის მეურნეობისათვის, არამედ მცენარეთა სახეობების უმეტესობის ზრდისთვის.

     ეს საკითხები  კონკრეტული მაგალითებით წარმოადგინეს  IX კლასის მოსწავლეებმა თავიანთ ნამუშევრებში, რომლებიც სასკოლო პროექტში ფარგლებში მომზადდა. /ისტორია - ი. გარსენიშვილი/

ტყის განადგურების უარყოფითი შედეგები  (VI კლ)

სასკოლო პროექტის - „ეკლოგიური პრობლემები“ - ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს ტყის მნიშვნელობაზე. ტყე დედამიწისათვის, დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისათვის, გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია...ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჟანგბადის და ნახშირორჟანგის ბალანსის დონის განსაზღვრა. ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი - ტყე.

პროექტის მომზადების პერიოდში მოსწავლეებმა მოიძიეს საყურადღებო ინფორმაცია - ერთი ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში ატმოსფეროდან შთანთქავს 13-17 ტონა ნახშირორჟანგს და გამოყოფს 10-15 ტონა ჟანგბადს.

ასევე მოსწავლეებმა განსაზღვრეს, თუ რამდენი კგ ჟანგბადი ესაჭიროება ერთ ადამიანს წელიწადში. და  რამდენი ადამიანის სამყოფ ჟანგბადს გამოყოფს წელიწადში  1ჰა ტყე. მოსწავლეებმა მარტივი გათვლებით დაადგინეს, რომ  1ჰა ტყე გამოყოფს დაახლოებით 78 - 118 ადამიანის სამყოფ ჟანგბადს.

განისაზღვრა 1 ჰა ტყე წლის განმავლობაში რამდენ ტონა (50-70 ტონა) მტვერს ფილტრავს. გამოთვალეს რამდენ ტონა მტვერს გაფილტრავს საქართველოს ტყეები მთლიანად.

/მათემატიკა - ნ. შაროვი/ 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

სადამრ. სთ - მავნე ჩვევებთან ბრძოლა   (VII კლ)

სადამრიგებლო საათის ფარგლებში კლასთან შედგა გულწრფელი საუბარი - მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა ჩვევები არის საყურადღებო მათი ასაკის ბავშვებისათვის. როგორც აღნიშნეს, მათ ყოველდღიურად ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა „მაცდუნებელ“ ინფორმაციასთან გამკლავება უწევთ, რაც შესაძლოა მომავალში უარყოფიდად აისახოს მომავალ თაობაზე.
აქედან გამომდინარე, საუბარი შეეხო მოზარდებში ისეთი თვისებების გამომუშავებას, როგორიცაა ნებისყოფა, სიმტკიცე, ფიზიკური სიჯანსაღე და ა.შ.

პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან. 
პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან.