image
image
image
image
image
სიახლეები
გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!!!

ყველა „ივერონელს“ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!!!

გისურვებთ წარმატებებს და დიდ გამარჯვებებს!
ჩვენს მოსწავლეებს სკოლაში სიურპრიზი დახვდათ - მათი საყვარელი ანიმაციური ფილმების გმირების გამოჩენამ პატარები დიდად გაახარა.

სკოლის დამფუძნებელმა, ქ-ნმა ციცო ჯაფარიძემ საზეიმო ვითარებაში სიგელები გადასცა 2021-2022 სასწავლო წლის „10“-ქულოსან მოსწავლეებს. ასევე, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა გასული სასწავლო წლის ერთ-ერთ ოქროს მედალოსანს ლუკა ბერიშვილს, რომელმაც არაერთხელ გაგვახარა მიღწეული გამარჯვებებით.
ლუკა ბერიშვილის კიდევ ერთი წარმატება

ჩვენი სკოლის აწ უკვე კურსდამთავრებულმა - ლუკა ბერიშვილმა ამჯერად მონაწილეობა მიიღო და გადაეცა სერთიფიკატი US აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად,  ამერიკული უნივერსიტეტის - ვებსტერის კამპუსი საქართველოში აბიტურიენტებისთვის ჩატარებულ ესეების კონკურსში. კონკურსის თემა იყო - დამოუკიდებლობა (ესე დაწერა განხორციელდა ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები:

·       თამარ ტალიაშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტი;

კრის ანდერსონი - აშშ-ის საელჩო საქართველოში, კულტურის ატაშე;

ირაკლი ბაიდაშვილი - პირველი ვიცე პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატა;

მარკ მაკკორდი - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი;

ტიმოთი ბლაუველტი - რეგიონალური დირექტორი, ამერიკული საბჭო;

ნინო კვერნაძე - აღმასრულებელი დირექტორი, აჭარა ჯგუფი.

გიორგი მუჩაიძე - აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო.

 

ვულოცავთ ლუკას ამ დიდ წარმატებას!
სკოლის პედაგოგ-თანამშრომელთა ექსკურსია

სასწავლო წლის წარმატებით დასრულების შემდეგ. სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით,  პედაგოგ-თანამშრომლები პროფკავშირებმა დაასაჩუქრა ექსკურსიით შიდა-ქართლის ტერიტორიაზე. მოინახულეს სარკინეთი, ორთუბანი, რუისი.

ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული და დაუვიწყარი დღე ყველა ჩვენთაგანისათვის.
ექსკურსია  საგურამო - ზედაზენი  (VI კლასი)

VI კლასმა სასწავლო წელი დაასრულა გასვლითი ღონისძიებით  - 2022 წლის 19 ივნისს კლასი იმყოფებოდა ექსკურსიაზე მარშრუტით თბილისი - საგურამო - ზედაზენი - ორთუბანი - თბილისი.  მოსწავლეები დაბრუნდნენ წარუშლელი შთაბეჭდილებებით.

/ხელმძღვანელი სკოლის ორგანიზატორი: ლალი ლამბრიანიძე/.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.