VII კლასის მოსწავლის - ლუკა კობერიძის აქტიურმა ჩართულობამ და წარმატებამ „ტვინების ბრძოლის“ ოლიმპიადაში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - იგი 4 სერთიფიკატისა (3 - I ხარისხის, 1- II ხარისხის) და 3 დიპლომის მფლობელია:
სერთიფიკატები გადაეცა ქართულში, მათემატიკაში, ინგლისურსა და ზოგად ნაწილში წარმატებული ასპარეზობისათვის. დიპლომებზე კი ვკითხულობთ:
საქართველოს ჩემპიონი - 2022 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული;
რეგიონის ნაკრების გუნდის წევრი - 2022 წლის გაზაფხულის სეზონზე გუნდურად მიღწეული წარმატებისათვის;
2022 წლის გაზაფხულის სეზონის ფინალისტი, ოლიმპიადაში წერმატებული მონაწილეობისათვის.
ვულოცავთ ლუკას ამ წარმატებას! მომავალში კი ვუსურვებთ უფრო დიდ გამარჯვებებს.ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „დიდგორმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ანსამბლის ხელმძღვანელია ქორეოგრაფი ნუგზარ ფალავანდიშვილი, რომელიც დღედაღამ დაუღალავად შრომობს თავის აღსაზრდელებთან.
2022 წლის ივლისში ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი სახელწოდებით „ოქროს ზაფხული“. ანსამბლის წევრთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა „დიდგორი“ გრან-პრის მფლობელად გამოცხადდა!.. მათ გადაეცათ შესაბამისი დიპლომი, მედალი და თასი.
სკოლა „ივერონი“ ულოცავს ბ-ნ ნუგზარს და ანსამბლს ამ დიდ გამარჯვებას! ვუერთდებით მათ სიხარულს, მით უფრო, რომ „დიდგორის“ წამყვანი მოცეკვავეები არიან IX ა კლასის მოსწავლეები: დარია ვიბლიანი, ქეთი გობრონიძე, ლუკა ვეფხვაძე და თედო ღვინიაშვილი.სკოლა „ივერონის“ ძვირფას პედაგოგს, არაჩვეულებრივ ადამიანსა და თეატრალური ხელოვნების უნიჭიერეს ქომაგს - მანანა თევზაძეს ვულოცავთ მორიგი წიგნის პრეზენტაციას!
„რუსთაველის თეატრის შენობის ისტორიისათვის...“ ასე ეწოდება ისტორიული მნიშვნელობის კრებულს, რომელშიც თავმოყრილია საინტერესო მასალა თეატრის შენობის აგებიდან, მისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებამდე.
„ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს“... ქ-ნი მანანა ამ სიტყვებით გვიღებს რუსთაველის თეატრის ისტორიის კარიბჭეს...
პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქ-ნ მანანას მეორე წიგნიც - „დრო... და სივრცე... ირაკლი გამრეკელი“. წიგნი გამოიცა 2019 წელს და ეძღვნება ამ უდიდესი მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
პრეზენტაცია შედგა რუსთაველის თეატრში, რომელსაც ესწრებოდნენ თეატრალური ხელოვნების არაერთი ცნობილი მოღვაწე, ქ-ნი მანანას გულშემატკივრები, მეგობრები, მეუღლე - ცნობილი მხატვარი ბ-ნი მალხაზ კუხაშვილი და ქალიშვილი ნინიკო, რომელიც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია.















