image
image
image
image
image
სიახლეები
დაიცავით გარემო!!!   (VIII კლ)

„დაიცავით გარემო!!!“ - ესაა სახელწოდება  გრძელვადიანი პროექტისა მოქალაქეობაში, რომლის ინიციატორებიც არიან VIII კლასის მოსწავლეები (საგნის მასწავლებელი: ელისო ბუცხრიკიძე). პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში.

პროექტიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა კლასში ჩაატარეს მოკლე მიმოხილვითი პრეზენტაცია  ქაღალდის წარმოებასთან, მეორადი ქაღალდების გამოყენებასთან და ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვასთან დაკავშირებით. მოაწყვეს საინფორმაციო შეხვედრები დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან, დაამზადეს და საკლასო ოთახებში განათავსეს მწვანე ყუთები, რომლებშიც მოსწავლეები უსარგებლო ქაღალდებს მოათავსებენ. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ნახეს ანიმაციური ფილმები ძველ დროში პაპირუსის ქაღალდისა მიღებისა და დღესდღეობით მეორედი ქაღალდის გადამუშავების შესახებ.

პროექტის დასრულება გამიზნულია 2023 წლის აპრილში, რის შემდეგაც 22 აპრილს შეგროვილ მაკულატურას VIII კლასის მოსწავლეები მშობლების დახმარებით ჩააბარებენ შესაბამის პუნქტში, ხოლო სანაცვლოდ მიღებულ წიგნებს გადასცემენ სკოლის ბიბლიოთეკას. სკოლა „ივერონს“ ამის დიდი ხნის ტრადიცია აქვს და სასიხარულოა, რომ ტრადიცია კვლავ გრძელდება.
სტუმრად თეატრში  (I-IV კლ)

2022 წლის 15 ნოემბერს დაწყებითი კლასების (I-IV კლ) მოსწავლეები ესტუმრნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს. მათ იხილეს  დ. ღვთისიაშვილის  მიუზიკლი „ურჩხული და ლამაზმანი“. მოსწავლეები დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში.

ხატვის წრის მეცადინეობაზე     (II კლ)
II კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით ასრულებენ დავალებას (მასწავლებელი: ქეთევან თვაური).

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.