image
image
image
image
image
სიახლეები
კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებულები
2022 წლის KINGS-ის  გაზაფხულის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები არიან:  IV კლასის მოსწავლე -  არჩილ ხვინთელანი  (III ხარისხის დიპლომი) და V კლასის მოსწავლე -  გეგა ბურჯალიანი  (I ხარისხის დიპლომი). ვულოცავთ ჩვენს  მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს!
ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება
სასწავლო წლის დაწყებიდან  დღემდე, სკოლის ბიბლიოთაკას შეემატა არაერთი საინტრესო წიგნი. მათ შორის, 2022-2023 სასწავლო წლისათვის გრიფმინიჭებული და სკოლის მიერ არჩეული X  და რამდენიმე IX კლასის სახელმძღვანელოები.
ჩვენ გვიყვარს ხელოვნება

2022 წლის 29 სექტემბერს, სკოლის ეზოში შეიკრიბნენ IX ა და IX ბ კლასების მოსწავლეები.  ერთმანეთის უკეთ გაცნობის მიზნოთ, მოსწავლეებმა ისაუბრეს სხვადასხვა ასაკში მათი გატაცებებისა და ინტერესების  შესახებ. როგორც გაირკვა, ზოგი მათგანისათვის ხატვა ბავშვობის გატაცება ყოფილა, და დღეს ის  მათთვის ხელოვნების დარგებს შორის ერთ-ერთი საყვარელი სფეროა - შექმნილი აქვთ შესანიშნავი ნამუშევრები; ზოგი მოსწავლე წერს მოთხრობებს, ლექსებს, საკუთარ აზრებს, ზოგს კი აინტერესებს კომპიუტერული პროგრამირება, კომპიუტერული 3 D არქიტექტურა, ერთ-ერთი მოსწავლე დაინტერესებულია ელექტროობით და პატარ-პატარა გამოგონებების ავტორიცაა. რამდენიმე მოსწავლე ბავშვობიდან არის ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი და ამ მხრივ  მათ აქვთ მნიშვნელოვანი წარმატებები, რამდენიმე მათგანი ახლო წარსულში სიმღერით იყო დაკავებული  ა.შ.

თითოეული მათგანის მიერ წარმოდგენილმა ნამუშევრებმა, მათმა მონათხრობმა და სხვადასხვა სახის ჩანაწერებმა და ჩანახატებმა ყველას მოწონება დაიმსახურეს.  დასასრულს, ქ-ნმა ციცო ჯაფარიძემ მოსწავლეებს წაკითხა საკუთარი ლექსი...

შეხვედრაზე გამოითქვა აზრი, რომ სკოლაში შეიქმნას ხელოვნების მოყვარულთა კლუბი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას.

                 შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დამფუძნებელი ქ-ნი ციცო ჯაფარიძე და                

                დირექციის წარმომადგენლები - მარინა ბექურიძე, ლალი ლამბრიანიძე და  

                      ქეთინო ჩიქოვანი.
სტუმრები სკოლაში

2022 წლის 22 სექტემბერს სკოლის ბიბლიოთეკაში შედგა  გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის  პრეზენტაცია, რომლის ავტორიცაა მწერალი და ჟურნალისტი ქალბატონი ნინო რეხვიაშვილი. მასთან ერთად სკოლას სტუმრობდნენ ქ-ნი ლალი ჯაფარიძე - პროფესიით ექიმი და ქველმოქმედი და მისი ქალიშვილი, არაჩვეულებრივი  ქალბატონი ირმა ჯაფარიძე.შეხვედრაზე ქალბატონმა ნინომ გაიხსენა საინტერესო ეპიზოდები გალაკტიონის ცხოვრებიდან და  წაიკითხა მისი პოეზიის უკვდავი ნიმუშები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ VIII - XI კლასების მოსწავლეები, სკოლის დამფუძნებელი ქალბატონი ციცო ჯაფარიძე, მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები.  ქალბატონმა ლალიმ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უსახსოვრა გალაკტიონის უბის წიგნაკი საინტერესო ჩანაწერებით...

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.