image
image
image
image
image
სიახლეები
ფილმი „აკაკის აკვანი“   (III კლ)
2022 წლის 09 ნოემბერს, სკოლის ბიბლიოთეკაში III კლასის მოსწავლეებმა იხილეს მხატვრული ფილმი - „აკაკის აკვანი“. მათ ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეისწავლეს აკაკი წერეთლის ნაწარმოებები: „გიმნაზიაში“, „წარწერა წიგნზე“, „სიკეთის ძალა“, „ჭირვეული ბიჭი და აკაკი“, „აკაკის სახლი“, ისაუბრეს მწერლის ბავშვობასა და შემოქმედებაზე.
საუკეთესო მოანგარიშე   (V კლ)
მათემატიკის გაკვეთილზე ნატო მასწავლებელმა V კლასის მოსწავლეებს შესთავაზა თამაში სახელწოდებით „საუკეთესო მოანგარიშე“. მოსწავლეები ორ ჯგუფად გაიყვნენ და ერთმანეთს შეეჯიბრნენ სწრაფ, ლოგიკურ აზროვნებაში. ორივე გუნდმა გამოავლინა საუკეთესო მოანგარიშეები, რომლებმაც მოცემული სავარჯიშოებიდან ყველაზე მეტი სწორი პასუხი გასცეს. ესენი არიან: I გუნდიდან -  მარიამ გობრონიძე, ხოლო II გუნდიდან - გიორგი მირზელაშვილი.
შეხვედრა მწერალ ნუგზარ ხუციშვილთან

2022 წლის 01  ნოემბერს წიგნისმოყვარუთა კლუბში VI კლასის მოსწავლეები შეხვდნენ   მწერალ ნუგზარ ხუციშვილს, რომელიც ჩვენი სკოლის მოსწავლის - ვანიკო ხაჭაპურიძის პაპაა. ბ-ნი ნუგზარი გახლავთ მწერალთა კავშირის წევრი. მან ჩვენი მოსწავლეებისათვის მოიტანა და სკოლის ბიბლიოთეკას  საჩუქრად გადასცა  წიგნები:  „თეთრი ირემი“ (მოთხრობების, ნოველებისა და ლექსების კრებული),  „ჭიაკოკონობა“ (საბავშვო ლექსების კრებული) და  „ლექსად ნათქვამი ლეგენდები“. ავტორმა მოკლედ მიმოიხილა კრებულები, ბავშვებს უამბო მათი შექმნის ისტორიები, გაიხსენა სამწერლო ასპარეზზე გამოსვლის პირველი ნაბიჯები...    

საბავშვო ლექსების კრებული „ჭიაკოკონობა“ ეძღვნება შვილიშვილს - ვანიკოს, რომელიც წიგნის გამოცემის პერიოდში ჯერ მხოლოდ 4 წლისა იყო. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ბ-ნ ნუგზარს სტუმრობისათვის და უსურვებს საინტერესო შემოქმედებით წლებს.

ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩვენი მოსწავლეებისათვის.
ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“

 

2022 წლის 28 ოქტომბერი სკოლა „ივერონში“ მიეძღვნა მოსწავლეთა ინტელექტუალურ თამაშს სახელწოდებით - „ტვინების ბრძოლა“.

სკოლაში დილიდან იგრძნობოდა ფუსფუსი, მზადება... შესაბამისად მოეწყო სათამაშო სივრცე - ბიბლიოთეკა...

ყველა გუნდს გამარჯვების მოპოვების დიდი სურვილი ჰქონდა...

თამაშში III- XI კლასების ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. იყო დიდი ემოციები: წაგებული გუნდების წევრთა ცრემლები, ხოლო გამარჯვებული გუნდების წევრების უსაზღვრო სიხარული და ბედნიერება.

გამარჯვებული გუნდები არიან:

პირველი ასაკობრივი კატეგორია (III-V კლ) - გუნდი „შევარდენი“ (IV კლ);

მეორე ასაკობრივი კატეგორია (VI-VIII კლ) - გუნდი  „საქართველო“ (VII კლ)

მესამე ასაკობრივი კატეგორია (IX-XI კლ) - გუნდი  „რუბიკონი“  (XI კლ)

 

თამაში განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა გუნდისათვის „ლომები“ (VII კლ), რომლსაც მხოლოდ 1 ქულა დააკლდა გამარჯვებამდე; და  ყველაზე პატარა მონაწილეებისათვის -  გუნდებისათვის „ცეცხლოვანი არწივები“ და „ლომები“ (III კლ). მათ გასამხნევებლად და  ცრემლების საპასუხოდ, დარბაზში გაისმა შეძახილები: „არწივები!!!“ „ლომები!!!“, რის შემდეგაც გუნდებმა „სძლიეს“ ემოციებს და განაგრძეს ბრძოლა გამარჯვებისათვის.

მიუხედავად ყველაფრისა,  ეს დღე ყველასათვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. მოსწავლეები მოუთმენლად ელიან „ტვინების ბრძოლის“ მომდევნო სეზონს, რათა დაშვებული შეცდომები გამოასწორონ და  გამარჯვება მოიპოვონ.

რამდენიმე კითხვაზე გუნდების მიერ გაცემული პასუხები მართებულად ჩაითვალა მას შემდეგ, რაც  კომისიამ და თამაშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გააკეთა განმარტება.

გაწეული დახმარებისათვის, სკოლა დიდ მადლობას უხდის VI-XI კლასების ყველა მოსწავლეს, რომელთა დახმარებითაც წარიმართა თამაში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კატო მერკვილიშვილის, გიორგი შარეიძის, ქეთი გობრონიძისა და ნინი ერისთავის თანადგომა, რომლებმაც ბოლომდე უერთგულეს „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ტურს და ხელი შეუწყვეს მშვიდი და ობიექტური გარემოს შექმნას. 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.